მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2019-02-23, 4:37 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



ნიკა ძამიაშვილი — * * * / nika dzamiashvili — * * *


მე მწამს
იმ ნახატის,
სიმღერის,
ნათქვამი ან დაწერილი სიტყვის,
რომელშიც შემორჩა
ორი გრამი პოეზია,
როგორც გამოსაწრუპად დარჩენილი
ლუდის წვეთები
ბოთლზე ხაზებად.

კომენტარები: 0 / ნანახია: 60 / თარიღი: 2018-12-14 / 11:07 AM / პარასკევი

ნიკა ძამიაშვილი — ანა ლაშხელი ონიანისა და ნინა ნეკერაშვილის ხსოვნას / nika dzamiashvili - ana lashkheli onianisa da nina nekerashvilis khsov


ორი უჭკნობი ყვავილი
მოტეხა ქარმა
და გააფრინა უსასულობისკენ.

მიწაში დარჩა მათი ფესვები
და ცას შეემატა
ორი ვარსკვლავი.

ანა და ნინა.
ნინა და ანა.

ორ წყვილმა ცრემლმა მოგვიყვანა
ამ წელს შემოდგომა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 60 / თარიღი: 2018-12-14 / 11:06 AM / პარასკევი

ნიკა ძამიაშვილი — * * * / nika dzamiashvili — * * *


ზოგჯერ,
დახუჭული თვალებით ვხედავ
რომ სიკვდილი
ერთადერთი გადარჩენის გზაა,
მაგრამ გახელისას ვგრძნობ,
იქაც არ დავნებდები
უბრძოლველად..

კომენტარები: 0 / ნანახია: 60 / თარიღი: 2018-12-14 / 11:02 AM / პარასკევი

ნიკა ძამიაშვილი — ... (ბავშვობიდან რაც მახსოვს) / nika dzamiashvili — ... (bavshvobidan rac makhsovs)


ბავშვობიდან რაც მახსოვს,
არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს,
ყოველთვის მქონდა იდეა,
ახლა კი პირიქით,
ვცდილობ ვიმოქმედო
რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად.

გავიზარდე მაშინ,
როდესაც დავკარგე ოცნება კარგზე
და დღევანდელი დღის უარესად ჩავლის შიში. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 69 / თარიღი: 2018-12-14 / 11:00 AM / პარასკევი

ნიკა ძამიაშვილი - * * * / nika dzmiashvili - * * *


მწამს,
დასრულდება ეს ყინვიანი ზამთარი.

შენს ლოდინს ვერ გაუძლო ჩემს ქოთნის ყვავილმა
და გახმა.

გარეთ შიშველი ხეები ერთმანეთს ეხუტებიან.



კომენტარები: 0 / ნანახია: 352 / თარიღი: 2018-03-10 / 8:18 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი - სითბო / nika dzamiashvili - sitbo


მარტოდ ხეტიალის შემდეგ
ავედი სახლში.

შევამჩნიე შენი ფოტო

და ცარიელი ოთახი
გათბა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 473 / თარიღი: 2018-02-02 / 2:33 AM / პარასკევი

ნიკა ჩერქეზიშვილი - პირადი ტრაგედია / nika cherkezishvili - piradi tragedia


პირადი ტრაგედია

მე ვკითხულობდი ლექსებს დანგრეულ თეატრში,
ჩაბნელებულ დარბაზში არ იჯდა ენდი უორჰოლი
და შენც მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობდი.

არ ვიცი,
რისი თქმა უნდა წვიმას,
როცა მშრალ ასფალტს ასველებს.

მე არ ვიცი არაფერი.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 32 / თარიღი: 2019-02-21 / 0:25 AM / ხუთშაბათი

დათო გვარამია - ფიქრი


მინდა გამიბრაზდე,მინდა მაწყენინო
თორემ წერა უკვე მგონი თავს მანებებს
ვფიცავ ყველაფერი ზუსტად ასეიყო
თავს არ მანებებდა ლექსის ზმანებები

მუდამ ვჩხუბობდით და მუდამ გავკიოდით
მერე დარდიანად ვცილდებოდით ქუჩებს
მაგრამ ვშორდებოდით მხოლოდ ამ პირობით
რომ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 74 / თარიღი: 2018-12-09 / 2:14 AM / კვირა

დათო გვარამია - რაღა სახუმარო


ჟრუანტელი არ მიქრება
სამუდამოდ დადო ბინა
როგორც შენი ათი მცნება
ჩემ ფიქრებმა ალოდინა

ჟრუანტელმა არ უცადა
ჩემს მზად ყოფნას დანახვისას
წამომიკრა ფაუსტმაც და
ცოდვას მკიდებ ამ მარხვისას

უცებ მეც გავსხივოსნდები
შენც გახდები ჩემი ჰ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 74 / თარიღი: 2018-12-09 / 2:08 AM / კვირა

დათო გვარამია - სიყვარული


ქუჩას ნელი ნაბიჯებით მივუყვები,
ჰორიზონტზე მოჩანს ვიღაც თარსი გოგო,
მე ვფიქრობ ამწამიდანვე ვიღრუბლები ,
და ჩემს ფიქრებს აღარ უჩანს ბოლო.

უკვე ჰორიზონტიც ჩემი ის შეიქმნა,
ახლა ველოდები როდის გათენდება,
ჩემში ყველაფერი უცებ გარდაიქმნა,
კაი და შემი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 75 / თარიღი: 2018-12-09 / 2:06 AM / კვირა

1 2 3 ... 421 422 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0