Загрузка...
მურმან ლებანიძე - ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო / murman lebanidze - odesme didi kofila saqarvelo - 6 ივნისში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-03-29, 11:27 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » ივნისი » 6 » მურმან ლებანიძე - ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო / murman lebanidze - odesme didi kofila saqarvelo


2:08 AM
მურმან ლებანიძე - ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო / murman lebanidze - odesme didi kofila saqarvelo
ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები-გასაშტერებელი;
ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...
ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა ნიკოფსით-დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული;
რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.
ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!
ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.
მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.
ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი.
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.
ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეცილა, გელათი დანგრეულა.
ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია,
-რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!-
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი...
ამას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!




murman lebanidzis leqsi, murman lebanidzis leqsebi, murman lebanidzis poezia, saqartvelo, tamar mefe, davit agmashenebeli, erekle batoni, nikofsiidan darubandamde, murman lebanidze, odesme didi kofila saqarvelo, odesme didi yofila saqartvelo, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო, მურმან ლებანიძე, მურმან ლებანიძის ლექსები, მურმან ლებანიძის ლექსი, მურმან ლებანიძის პოეზია ...




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 34880 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: odesme didi yofila saqartvelo, murman lebanidze, murman lebanidzis leqsi, odesme didi kofila saqarvelo, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო, მურმან ლებანიძე | რეიტინგი: 3.6/13
სულ კომენტარები: 181 2 »
18 mari  
0 Spam
dzaan magaria sxapasxupit vici es leqsi biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

17 mari  
0 Spam
smile biggrin biggrin biggrin

16 mari  
0 Spam
odesme didi yofila saqartvelooo amius tema

15 mari  
0 Spam
amis tema daweret ra]

cry cry

14 hii bay  
0 Spam
happy happy happy happy cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry

13 hii bay  
0 Spam
[color=yellow] vaa magaria

12 nika  
0 Spam
zdalian momewona da azriania

11 Luka Miqa)  
0 Spam
Kargi <3

10 ლუიზა  
0 Spam
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.....

9 GIO GIO  
0 Spam
love orives sagoooooooooooo

1-10 11-18
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0