მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-04-18, 9:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



ლადო ასათიანი - წვიმაში / lado asatiani - cvimashi


სიხარულს გთხოვ, ― მწუხარებას მთავაზობ.
ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა?
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ნანატრი მთა-გორებიც იქნება!
ცოტა კიდევ, სალოცავო ხატებავ,
და ლაშქარი სვავების და ყორნების,
ვით ღრუბელი, ისე გაიფანტება
და თბილისის მიწას ვეამბორებით. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1089 / თარიღი: 2014-08-06 / 3:22 PM / ოთხშაბათი

ლადო ასათიანი - სასაფლაო / lado asatiani - sasaflao


ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის ნაკადული,
და მათ შორის ნაკადული, ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,
ვით იესოს ტანჯულ მკერდზე
გადმომსკდარი სისხლის ღვარი?
ვის უნახავს სასაფლაო,უფლის ხელით დახატული,
ვის უნახავს საფლავებში რო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2632 / თარიღი: 2014-08-06 / 3:20 PM / ოთხშაბათი

ლადო ასათიანი - ქართლის გზაზე / lado asatiani - qartlis gzaze


ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!…

რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა;

მინდვრებს, გორაკებს, ფერდობებს ეფინება და ედება,

გზაში ყაყაჩოს შეხვედრა სიკეთედ დაგვებედება:

სულ ახალგაზრდა ვიქნებით, გული არ დაგვიბერდება!

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3200 / თარიღი: 2014-08-06 / 3:16 PM / ოთხშაბათი

ლადო ასათიანი - წვიმაში / lado asatiani - tsvimashi


დღეს მიკვირს, ისე როგორ გადავრჩი,

რომ ოდნავადაც კი არ დავსველდი

ისეთ ქუხილში, ისეთ ავდარში

მე — ამ დროების მეათასედი.

ქარ-წვიმა იყო, თუ სროლა ისრის,

სამაგალითოდ შენაქუჩების.

მე მოვიარე საავდრო ნისლში

დედაქალაქ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1241 / თარიღი: 2014-08-06 / 3:15 PM / ოთხშაბათი

ვაჟა ფშაველა - ნატვრა / vajha fshavela - natvra


კლდე უნდა იყო, სალი კლდე -

მიწავ, რადა ხარ ფხვიერი, -

რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს

ქარჩით მოხუცი ხნიერი.

რატომ არვისგან იძლია

შენი სამეფო ძლიერი?

არ იქნა, ლეშით არ გაძღა

ეგ შენი ხახა მშიერი?

რამდენ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1220 / თარიღი: 2014-08-06 / 3:12 PM / ოთხშაბათი

ლადო ასათიანი - სარწყული / lado asatiani - sartskuli


თავაწეული, ზვიადი, განა ჩია და საწყლური?

თვალნათლივ მახსოვს ჩვენს სახლში ერთი ცისფერი სარწყული.

გარშემო ლაჟვარდისფერი სინათლის მიმომფინველი,

იჯდა პატარა სუფრაზე ისე, ვით ლურჯი ფრინველი.

ისე, ვით ლურჯი ფრინველი, ვეება თეთრი ნისკარტით…

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1401 / თარიღი: 2014-08-06 / 3:05 PM / ოთხშაბათი

ლადო ასათიანი - ყაყაჩო / lado asatiani - kakacho


ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ
დაფდაფითა და ბუკითა,
ახლა ყაყაჩო შემომხვდა
ლამაზი ქალის შუქითა.
შემომხვდა, შემომანათა,
ჩინჩხლები შემომაყარა,
ალუჩა-ტყემლის შემოსვლა
და გაზაფხული მახარა…
უცხო კაცად რომ შემიცნო,
შერცხვა და თავი დახარა;
შე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1615 / თარიღი: 2014-08-06 / 3:01 PM / ოთხშაბათი

მირზა გელოვანი - საღამონი / mirza gelovani - saghamoni


იწყება შუქი, იწყება წყევლა,
თავდავიწყება არსად იწყება.
მე მავიწყდება წარსულში ყველა,
საღამონი კი არ მავიწყდება.
არ მავიწყდება როგორც ქარები,
გარდასულ დღეთა ლეგა ფურცლები.
იცვალენ ყველა შემოგარენი,
საღამონი კი დარჩნენ უცვლელნი.
და სიკვდილის ჟამს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1161 / თარიღი: 2014-08-06 / 2:58 PM / ოთხშაბათი

ნიკო გომელაური - ჩემი ლექსები / niko gomelauri - chemi leqsebi


ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.
მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,
მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი...

კომენტარები: 0 / ნანახია: 1234 / თარიღი: 2014-08-06 / 2:56 PM / ოთხშაბათი

ნიკო გომელაური - აღარც ფიცი არ მწამს ... / niko gomelauri - agharc fici ar mtsams


აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე... ქალღმერთის ტოლო!

არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი ,,ბოლო"...

კომენტარები: 0 / ნანახია: 1283 / თარიღი: 2014-08-06 / 2:54 PM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 359 360 361 362 363 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0