მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-04-19, 3:53 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



ნიკოლოზ ბარათაშვილი - ფიქრნი მტკვრის პირას / nikoloz baratashvili - fiqrni mtkvtis piras


და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.
იდაყვდაყრდნობილ ყურს ვუგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი ბრიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3917 / თარიღი: 2014-08-06 / 2:53 PM / ოთხშაბათი

იოსებ გრიშაშვილი - შენ გაირყვნები / ioseb grishashvili - shen gairkvnebi


შენ გაირყვნები...
აშკარა არი...
ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.
შენი სხეული ნაქანდაკარი,
ხელიდან ხელში წავა ფარულად.
შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა,
მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა...
შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად,
როგორც არავინ გარყვნილა ჯ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2183 / თარიღი: 2014-08-06 / 2:51 PM / ოთხშაბათი

იოსებ გრიშაშვილი - მანოლა / ioseb grishashvili - manola


შენ აბანოდან გამოდიოდი,
მარტო კი არა, ქმართან - ხელკავით,
და ბოტანიკურ ბაღის სიოთი
გეგრილებოდა ხუჭუჭი თავი.

მე შეგამჩნიე! და მკერდის ტალღით
გავაპე ხალხი და შენ წინ შევდეგ,
აწითლდი, როგორც წითლდება ბალღი
საკუთარ დედის დატუქსვის შემდეგ.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1399 / თარიღი: 2014-08-06 / 2:47 PM / ოთხშაბათი

იოსებ გრიშაშვილი - ქალის სიმღერა / ioseb grishashvili - qalis simghera


ჩემს ლექს მღეროდი, შინაარსი კიარ იცოდი.
ღიმილ – ქათქათით უგალობდი გადაშლილ ტყე – ველს.
ვით ნამი ყლორტზე იცინოდი, სულ იცინოდი
რა ადგილი აქვს შენთან მგოსანს ცრემლების
მფრქვეველს?

რად შეგიყარე, ცავ ბნელ ღამეს რად მოგაშტერდი?
პეპელას ბედკრულს რად მომიძღვენ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1250 / თარიღი: 2014-08-06 / 2:46 PM / ოთხშაბათი

ლადო ასათიანი - სიზმრადნახული / lado asatiani - sizmradnakhuli


ლაჟვარდი იყო სუფთა და ღია,

მიმზერდა იის ცისფერი თვალი,

მღეროდა ვიღაც და სამაიას

ცეკვავდა სამი უცნობი ქალი.

გადავიარე სინათლის ზღვარი

და უცნაური ვნახე ხატება -

ჯერ არ მინახავს ქვეყნად ამგვარი

გასაოცარი გამოცხად ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1025 / თარიღი: 2014-08-06 / 12:40 PM / ოთხშაბათი

ბესარიონ გაბაშვილი - სტვენს ბულბული / besarion gabashvili - stvens bulbuli


სტვენს ბულბული ვარდსა ზედა,
ხმა საბრალოდ მეამედა;
კოცნა ვეღარ გაებედა
საბრალო აირა,
ხმა დამთვრალო აირა,
მაისობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!

ეტყვის: ვარდო, შენი სახე
ოდეს ვნახე, მექმნა მახე!
შენსა ფერსა სული ვახე!
საბრალ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2357 / თარიღი: 2014-08-06 / 12:38 PM / ოთხშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - მამა / shota nishnianidze - mama


როცა ტოლები ვახსენებთ მამებს,

ცა გამეხსნება მაშინ.....

ვერავინ მეტყვის მე ისეთ რამეს,

ცრემლი მომადგეს თვალში...

ცრემლი მომადგეს,თავი დავხარო

სინანულით და წყენით...

ო,როგორ მინდა კრძალვით გახარო,

"მუდამ ვამაყობ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1600 / თარიღი: 2014-08-06 / 12:36 PM / ოთხშაბათი

ტიციან ტაბიძე - მაშ გამარჯვება / tician tabidze - mash gamarjveba


თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით.
მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.

ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,
სანამდე უნდა, რომ მზედ ედინოს
გავარვარებულ ოქროს თაველებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1733 / თარიღი: 2014-08-06 / 12:34 PM / ოთხშაბათი

დავით გურამიშვილი - დიდება მოთმინებასა, შენსა, უფალო იესო!/ davit guramishvili - dideba motminebasa, shensa, ufalo ieso!


ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 7237 / თარიღი: 2014-08-06 / 12:33 PM / ოთხშაბათი

დავით გურამიშვილი - მოთქმა ხმითა თავბოლო ერთი / davit gurtamishvili - motqma khmita tavbolo erti


ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 3 / ნანახია: 5474 / თარიღი: 2014-08-06 / 12:32 PM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 360 361 362 363 364 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0