მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-03-29, 5:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



ნიკოლოზ ბარათაშვილი - ცისა ფერს / nikoloz baratashvili - cisa fers


ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამქვეყნიურს,
სიყრმითგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ მე – არ ვეტრფო
არ ოდენ ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს,
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 3 / ნანახია: 20061 / თარიღი: 2014-08-06 / 12:30 PM / ოთხშაბათი

ანა კალანდაძე - ამ სოფლის იქით სხვა სოფელია ... / ana kalandadze - am soflis iqit skhva sofelia ...


ამ სოფლის იქით
სხვა სოფელია,
ამ გზების იქით
გზებია კიდევ.
ნუთუ საგზალი გამოგელია?
იქნებ მძიმეა
და ვეღარ ზიდე?

მე მოგცემ
თუკი გამოგელია,
წაგიღებ,
თუკი ვეღარა ზიდე,
ამ სოფლის იქით
სხვა სოფელია
ამ მთების იქ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1158 / თარიღი: 2014-08-06 / 12:27 PM / ოთხშაბათი

ანა კალანდაძე - თათრის გოგონავ / ana kalandadze - tatris gogonav


თათრის გოგონავ დაუკარი შენი დაირა,
წელი ლამაზი შეარხიე ლერწმისნაირა,
წითელ კაბაში შეხვდი ბაირამს...
ო უთვალავი რაღაც ულევი
მკერდზე ბრჭყინავენ ვერცხლის ფულები
სამკაულები ნაირ-ნაირი,
თათრის გოგონავ დაუკარი შენი დაირა,
თათრის გოგონავ მომილხინე შენი დაირი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1345 / თარიღი: 2014-08-06 / 12:25 PM / ოთხშაბათი

ნიკო გომელაური - არათავმდაბლური ლექსი/ niko gomelauri - aratavmdabluri leqsi


მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 4212 / თარიღი: 2014-08-06 / 12:22 PM / ოთხშაბათი

ნიკო გომელაური - ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს ... / niko gomelauri - burti tu maqvs, moedani ar maqvs ...


ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს.
ტყე ჩემია, მე მიგებენ ხაფანგს.
ანკესი მაქვს, ზღვას კი თევზი არ ჰყავს,
სარკე კი მაქვს, მასში ვინც სჩანს არ მგავს.

ტყვიები მაქვს, მაგრამ არ მაქვს თოფი,
კალამი მაქვს, ვერ დავწერე სტროფი.
საფულე მაქვს, შიგნით არ დევს ფული, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2328 / თარიღი: 2014-08-06 / 12:18 PM / ოთხშაბათი

მირზა გელოვანი - მელოდე / mirza gelovani - melode


მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1182 / თარიღი: 2014-08-06 / 12:17 PM / ოთხშაბათი

ნატო გელაშვილი - არეული სამყარო / nato gelashvili - areuli samkaro


ახლა სადღაც მზე ამოვა
ახლა სადღაც იწვიმებს.
ახლა ვიღაც იტირებს
ზოგი შარას გაუყვება
ზოგი მტვრიან ბილიკებს
ზოგს ვიღაცა შეიყვარებს
ზოგს კი გადაივიწყებს
ზოგი მხოლოდ ჩუმად არის
ზოგი მხოლოდ ღიღინებს
ზოგი მართლა გულით მღერის
ზოგი მართლა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1052 / თარიღი: 2014-08-06 / 11:52 AM / ოთხშაბათი

ნატო გელაშვილი - დღეს წარსულს სხვა დერი აქვს სხვა გაზაფხულს ელიან / nato gelashvili - dghes tsarsuls skhva deri aqvs skhva gazafkhuls elian


დღეს წარსულს სხვა დერი აქვს
სხვა გაზაფხულს ელიან,
თითქოს ყველგან მღერიან
დელი დელი დელია,
მიხვდები რა ძნელია
როცა აღარ გელიან
და სამყარო თითქოსდა
ცარიელია...

კომენტარები: 0 / ნანახია: 1077 / თარიღი: 2014-08-06 / 11:50 AM / ოთხშაბათი

ნატო გელაშვილი - ადამიანები იწყებენ ძიებას იტყვიან აჰყვაო ვნებას / nato gelashvili - adamianebi itskeben dziebas itkvian ahkvao vnebas


ადამიანები იწყებენ ძიებას
იტყვიან აჰყვაო ვნებას
შემდეგ საოცარი დიდი ერთგულებით
დიდხანს თამაშობენ სპექტაკლს
როცა გაგწირავენ მერე მშვიდდებიან
ამით პოულობენ შვებას
სხვისი ცხოვრებით , თუმცაღა ცხოვრობენ
თავისი არაფერი რჩებათ

კომენტარები: 0 / ნანახია: 1067 / თარიღი: 2014-08-06 / 11:48 AM / ოთხშაბათი

ნატო გელაშვილი - შენთან ერთად ადვილია ვიყო ქალი / nato gelashvili - shentan ertad advilia viko qali


შენთან ერთად ადვილია ვიყო ქალი
შენთან ერთად სიმარტოვე კარებს ხურავს
მოვიხსენი ამ ცხოვრების მძიმე ჯვარი
და ვიგრძენი – დედამიწა თურმე ბრუნავს..
შენთან ერთად დაბრუნდა თვალებს სხივი
ფიქრის ქარი ტკივილისგან აღარ გოდებს
და სხეულში მობინადრე ბობოქარი
ხმა ჩამ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1195 / თარიღი: 2014-08-06 / 11:45 AM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 361 362 363 364 365 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0