მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-03-28, 12:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



ბაჩო ზაქაიძე - ღამის ზღაპარი / bacho zaqaidze - ghamis zghapari


მთვარე ჩამოივლის ღამის პოდიუმზე,
ნახევრად ჩამქრალი იწყებს ჩამოჯდომას,
სადაც მნათობები ზეცის ბორდიურებს
ჰგავს და უსმენს ღამეს, ისიც არ მუნჯდება.

უყვება ბალადებს ძილის წინ ზღაპრებად,
სანამ გათენდება დილა დაძინების,
(ხანაც გადახედავს თუ როგორ გაქრება
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1281 / თარიღი: 2013-04-26 / 2:07 AM / პარასკევი

ბაჩო ზაქაიძე - ვნების პირველი ღამე / bacho zaqaidze - vnebis pirveli ghame


ოთახი სადაც არავინ არის,
ვარდის ფურცლებით სავსე საწოლი,
ოდნავ ფაჩუნი დახურულ კარის,
მწველი ჩურჩული: “დროა დაწოლის”.

ორად ჩახსნილი წითელი ფარდა,
საბანი შიშველ მკერდის ნუგეშად,
ნელ-ნელა ქვევით სამოსის ვარდნა,
ტუჩების შებმა ოდნავ უხეშად.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3524 / თარიღი: 2013-04-26 / 1:55 AM / პარასკევი

ბაჩო ზაქაიძე - გულის სამარხი / bacho zaqaidze - gulis samarkhi


ძველებურად დავუყვები ქუჩას,
როგორც ცხენი უმოძრაო თავლას,
ქუჩის ბოლოს უშენობა უჩანს,
უჩანს თუმცა, მაინც ვიწყებ ავლას.

ჩუმ ღამეში მიტოვებულ სურნელს,
გადაეკრა ფერფლიანი ფარდა,
და ამ ფერფლით ამოვსებულ ურნებს,
ყველა უვლის, ყველა ერთის გარდა.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1328 / თარიღი: 2013-04-26 / 1:49 AM / პარასკევი

გიორგი ზანგური - გაზაფხულია! / giorgi zanguri - gazafkhulia


ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.

ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.

მიე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 2439 / თარიღი: 2013-04-25 / 3:01 PM / ხუთშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მესაფლავე / galaktion tabidze - mesaflave


მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 16800 / თარიღი: 2013-04-25 / 2:35 PM / ხუთშაბათი

გურამ ლაცაბიძე - პოეტებს სიკვდილი არ აშინებთ / guram lacabidze - poetebs sikvdili ar ashinebt


ჩვენ - პოეტები - როგორც მითებში,
ვიბადებით და ვიზრდებით კენტად.
თუ კი შეგვცივდა, ვთბებით რითმებში
ან თუ მოგვშივდა, სტრიქონებს ვკენკავთ.

და ველოდებით მუზების ნიშანს,
ვიწყებთ სისხამზე ქუჩაში გავლას.
ლექსის ბოლოდან დაწყება ნიშნავს,
ყველა დაღმართის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1667 / თარიღი: 2013-04-25 / 2:09 PM / ხუთშაბათი

ამირან ჯანჯღავა - ოცნებად მაქვს ჩახუტება / amiran janjghava - ocnebad maqvs chakhuteba


წვიმა მორცხვად ბაგეზე შენთან ამბორს ლამობდა
სიო სველი სიცელქით მკერდზე ქროლვას ხამობდა
ცრემლებს სევდით მოქარგულს თვალთ სიშორე ამძიმებს
ტკივილს მტვერში მოხატულს კლავიშები ამძივებს

მარტოობას ჩრჩილი ჭამს, სევდა ფიქრებს აძინებს
სიყვარული ვაჭარს ჰგავს და ფასს დღით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2745 / თარიღი: 2013-04-25 / 1:59 PM / ხუთშაბათი

ამირან ჯანჯღავა - სიყვარული გურული აქცენტით / amiran janjghava - sikvaruli gululi aqcentit


გუშხამ ვნახე იალონი კურცხალს აღვარღვარებდა
მზეც ბავშვივით გაბდღალული მიწას ავარვარებდა
დღეც გადელდა უდღეობით შემაღონა ღამის კუთვამ
კვლავ გათენდა უშენობით შემიწუხა სული ხუთვამ

ფიქრებს ფიქრით დაბღოტილს ჩაგეკონოს სურს ყიაში
ცავ შენს მკერდზე ჩაძინება, გაღვიძება მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2296 / თარიღი: 2013-04-25 / 11:59 AM / ხუთშაბათი

ამირან ჯანჯღავა - * * * / amiran janjghava - * * *


ქარი ძაძებში გამოხვეული
ცრემლიან სანთლებს თვალებს უშრობდა
ღამის წყვდიადი, სევდის ლოგინში,
მარტოობასთან ურცხვად მრუშობდა

მტვრიან საბანში იწვა სიბნელე,
ყვავილების ჯარს თოვლი ეფინათ
ფიქრებს სირცხვილის კაბა ემოსათ,
ოცნებებს უფრთოდ ვეღარ ეფრინათ

კომენტარები: 0 / ნანახია: 1255 / თარიღი: 2013-04-25 / 4:38 AM / ხუთშაბათი

ოთო გურგენიშვილი - ჩაცუცქული თაობა / oto gurgenishvili - chacucquli taoba


წიგნების ჭიებს გვეძახდნენ ურცხვად,
ჩვენ კი დიდოსტატს ვამკობდით ქებით,
სიგარეტს პირში იდებდნენ ჩუმად,
წიგნებს,მაგიდას უდებდნენ ქვევით.


ჩვენ დაგვცინოდნენ დღიურის გამო,
იდგნენ ქუჩაში ფულის სათხოვრად,
ჩვენ მეგობრები გვეძახდნენ ჩამო,
მათ მეგობ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2176 / თარიღი: 2013-04-25 / 4:28 AM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 391 392 393 394 395 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0