მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-04-25, 10:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



მურმან ლებანიძე - სარეველა


ელეგანტურად,
ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,
ირგვლივ სინათლეს,
სიხალისეს, სიხარულს ნერგავს,
შეხე მკაცრს, ძვირფას
შეხამებას წითლის და შავის,
ცოდვა არ არის,
სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!

კაცს – კი, ბატონო!
კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად! < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1242 / თარიღი: 2013-03-01 / 1:12 PM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - ჩუმად


მზე ამოვიდა ჩუმად, ჩუმად ჩავიდა მზე,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
თოვლი აცვივა გზებს...
ფიქრი თევზივით ცურავს,
სიჩუმე ნაპირს ხრავს,
ქარი არის და სულაც,
სულაც არ იღებს ხმას.

ნაკადულები სდუმან... და შორს, ძალიან შორს,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2065 / თარიღი: 2013-03-01 / 2:11 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - თუ ხარ კაცი და თუ ხარ ქართველი


შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან,
ხალხს გააგონე შენი სიმღერა,
იქ განეცხადე
შენს მრევლს სულმნათად,
სადაც ქართული სისხლი იღვრება.

შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან?!

იქ უნდა იყო, სადაც სხვა არი,
სადაც ზღვა არი
ძმათა მრა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1326 / თარიღი: 2013-03-01 / 2:08 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - იარა


ჩემივე მოდგმის შემრცხვა,
გულზე რომ გადამიარა
ადამიანმა - მხეცმა
და მხეცმა - ადამიანმა.

მაინც მიშველა ერთმა,
როს მომიშუშა იარა,
ადამიანმა - ღმერთმა
და ღმერთმა - ადამიანმა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 2224 / თარიღი: 2013-03-01 / 2:05 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - არის


წყაროში არის სხვა წყაროც,
რასაც ვერ ხედავს თვალი,
არის ხილული სამყარო
და უხილავიც არის.

სტარტში - ტრასა და ფინიში,
ზარში - ზრიალი ზარის, -
არის სიცილი ტირილში
და სიხარულიც არის.

არის... ოცნებას ვინ გაშლის,
ქარში სისინებს ქარი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1239 / თარიღი: 2013-03-01 / 2:03 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - გულს ვიფიცებ


გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ უგულოდ,
ჩემს მღვიმეში, ბგორგავ, როგორც მწირი, -
მე რა მიჭირს, სიყვარულით ვსულდგმულობ,
მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი.

ჩემი გზა მაქვს, ჩემი სამოგზაურო,
ჩემი ძმა მყავს და მყავს ჩემი მტერი, -
მე რა მიჭირს, ჩემს ენაზე ვსაუბ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1319 / თარიღი: 2013-03-01 / 1:58 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - გაკვეთილიდან გაკვეთილამდე


ყრმობის გალიაში
ჩიტივით ჩაკეტილი
ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან, -
დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი,
შუბლზე მაკოცა და... წავიდა...

ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი
ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა, -
ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი,
თავი დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1201 / თარიღი: 2013-03-01 / 1:55 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - ლევილის მწუხრში


ლევილის მწუხრში დავრჩით მარტონი,
ხილვა იყო თუ გამოღვიძება,-
ქრისტეს პერანგში
მერაბ ბატონო
იდგა ღვთის წინ და
პირჯვარს იწერდა.

არც რას ამბობდა,
არც რას იტყოდა,
ცა ეღვრებოდა სულში იოდად,
ყრმას ცხრა აპრილის ყველა ჭრილობა
გულში ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1277 / თარიღი: 2013-03-01 / 1:52 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - მატარებელი წვიმაში


ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად
და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
წამოგვეწია გრაკალთან წვიმა,
წამოგვეწია სიმღერა თითქოს.

დარაჯებს ჰგვანდნენ მრუმეში ხენი,
მთვარე უძინარ მორიგეს ჰგავდა...
არვის ესმოდა ჩურჩული ჩვენი
ჩვენივე ცხელი გულების გარდა.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1383 / თარიღი: 2013-03-01 / 1:47 AM / პარასკევი

მირზა გელოვანი - ნუ მწერ


ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1251 / თარიღი: 2013-03-01 / 1:43 AM / პარასკევი

« 1 2 ... 403 404 405 406 407 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0