შაბათი, 2021-01-23, 10:44 PM
მოგესალმები სტუმარი

პოეზიის სამყარო

 
[გაფართოვებული ძებნა]
შედეგები 1-10 მიახლოებით 145 მოთხოვნაზე 27 tebervali

ციკლიდან - მა (მეოთხე ლექსი)
ნეკნები (ბუდე)
თეკლას

მა,
როცა ორჯერ ორია ოთხი,
ანუ - მარტივი ჭეშმარიტება -
ის,
რომ ყოველდღე ცარიელ ოთახს,
რომელშიც ცვივა მკვდარი ჩიტები
ჭერიდან,
მარტო ვუახლოვდები
და სანამ შევალ,
ვჩერდები კართან,
რომ მოვისინჯო ჩემი ბოდვები,
სიზმრები,
ხომ არ დამტოვეს,
რათა -
დავრწმუნდე,
ვიგრძნო,
(ვიცოდე - უნდა) -
მთლად მარტო არ ვარ,
...

შენ ახლა ბავშვი ხარ, თეკლუ, და დრო მოვა -
მე ჭიანჭველების ქალაქებს გაჩვენებ,
გეტყვი, რომ სამყარო არყოფნის დრამაა,
რომ ნაგვის ბუნკერში ვაგროვებთ ნარჩენებს
სიცოცხლის, სიკვდილის, აწმყოს, თუ სიზმართა,
ჩვენ ყველა ოცნება ეკლებს შევახიეთ,
რომ გულში მიაგნებ სიკეთის მისამართს
და ქრისტეს ნაკვალევს ტერფით შეეხები.
თეკ, მე შენ დაგარქვი კოკოშა, ბაჭია. -
ვიღიმი, ფანჯრებთან ქარები უსტვენენ,
თეკ, შენი ფოტოა სინათლის ნაჭერი,
ყვითელი ქუდ...

საკუთარი სახე რომ ნახო,
სარკის სანაცვლოდ, შენი ბავშვობის
თვალებში უნდა ჩაიხედო
და გაიხსენო;

თუ რას ეცადე
და ვერ შეძელი,
რა მოატყუე,
რა შეუსრულე, -

ყველაფერი ამოთქვა ერთად
და დაელოდო;

როგორც შეძლებს,
დაგეხმარება,
ტყუილს შეგინდობს...

და ბოლოს, ბოლოს
შესრულებულ დანაპირებსაც
რომ გამოუჩენ,
ის გამოგართმევს,
სიტყვის უთქმელად გაგიღიმებს
და სამუდამოდ
...

დღეს ვნახე ჩემი ძალიან ძველი
ჩანახატები.
ვათვალიერე და ერთ-ერთმა
გული ჩამწყვიტა;

დამიხატავს ჩემი ოჯახი:
მამა, დედა, მე და ჩემი და,

უკან კი რაღაც სახლი დამიდგამს,
პატარა სახლი,
ფანჯრებით, ერთი ღია კარით და
გვერდზე დახრილი ვიწრო კედლებით.

ნახატები და ნაწერები ხომ სრულდება ხოლმე;
რაღაც აქვთ, - თითქოს მთელი მომავლის
წინასწარხედვა.

აბა, იმ სახლში ყველა როგორ დავეტეოდით?!.

მა...

27 თებერვლის საღამო

"სადღაც კარგად ყოფნაც არსებობს"

ნიკა ჩერქეზიშვილი / ლაშა მარგიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, III კორპუსი, III სართული, თეატრალური დარბაზი (ყოფილი წითელი დარბაზი)

დასაწყისი: 19:30

დასწრება თავისუფალია

მადლობას ვუხდით თსსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობას
 


პირადი ტრაგედია

მე ვკითხულობდი ლექსებს დანგრეულ თეატრში,
ჩაბნელებულ დარბაზში არ იჯდა ენდი უორჰოლი
და შენც მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობდი.

არ ვიცი,
რისი თქმა უნდა წვიმას,
როცა მშრალ ასფალტს ასველებს.

მე არ ვიცი არაფერი.

ჩემი ცხოვრება ვერ გაგრძელდება მეზობელ სახლში,
მეზობელ ქუჩაზე,
მეზობელ ქალაქში...

რა სევდიანია ჩემი ოთახი,
როცა შენ უკრავ ფორტეპიანოზე,
და მე ძალიან მინდა,
...

მე მწამს
იმ ნახატის,
სიმღერის,
ნათქვამი ან დაწერილი სიტყვის,
რომელშიც შემორჩა
ორი გრამი პოეზია,
როგორც გამოსაწრუპად დარჩენილი
ლუდის წვეთები
ბოთლზე ხაზებად.


ორი უჭკნობი ყვავილი
მოტეხა ქარმა
და გააფრინა უსასულობისკენ.

მიწაში დარჩა მათი ფესვები
და ცას შეემატა
ორი ვარსკვლავი.

ანა და ნინა.
ნინა და ანა.

ორ წყვილმა ცრემლმა მოგვიყვანა
ამ წელს შემოდგომა.


ზოგჯერ,
დახუჭული თვალებით ვხედავ
რომ სიკვდილი
ერთადერთი გადარჩენის გზაა,
მაგრამ გახელისას ვგრძნობ,
იქაც არ დავნებდები
უბრძოლველად..


ბავშვობიდან რაც მახსოვს,
არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს,
ყოველთვის მქონდა იდეა,
ახლა კი პირიქით,
ვცდილობ ვიმოქმედო
რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად.

გავიზარდე მაშინ,
როდესაც დავკარგე ოცნება კარგზე
და დღევანდელი დღის უარესად ჩავლის შიში.

მე მაშინ შევამჩნიე რომ დავბერდი,
როდესაც ახალგაზრდობამ გვერდით ჩამიარა
და ვერ მოვასწარი გაღვიძება.

მე ყოველთვის ვკვდებოდი მაშინ,
როდესაც ვივიწყებდი უფლის არსებობ...


Nika Cherqezishvili (27 Tebervali 2015) ნიკა ჩერქეზიშვილი (27 თებერვალი 2015) წაკითხული ლექსები: სიყვარულია ... ფინჯან ყავაში ... ტყე შენი ტანივით თხელი ... მაპატიე, ვგრძნობდი ასე დავიწყებდი ...

ირაკლი ბერია დღენაკლულთა 27 თებერვალი 2015 ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ სიკეთე მოგვეთხოვებოდეს irakli beria dghenaklulta 27 tebervali 2015 chven shegvidzlia mkholod sikete ...

თარიღი 27 თებერვალი დრო 19:15 მისამართი დ.აღმაშენებლის გამზ. N61 დღენაკლულთა საღამო "შენ ხედავდი ჩემს ნაიარევებს, მაგრამ სხვისი ...

27 თებერვლის საღამო "სადღაც კარგად ყოფნაც არსებობს" ნიკა ჩერქეზიშვილი / ლაშა მარგიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ...

27 თებერვალი / 27 tebervali ეს ქვეყანა არის ბუდე, მაგრამ არა მერცხლის! es qvekana aris bude, magram ara merckhlis!

1 2 3 ... 14 15 »


შესვლის ფორმა
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0