ნიკა ჩერქეზიშვილი - დოდეს კადენ! nika cherqezishvili - dodes kaden! 27 თებერვალი / 27 tebervali ეს ქვეყანა არის ბუდე, მაგრამ - არა მერცხლის! es qvekana aris bude, magram - ara merckhlis!
იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს ქალს კი თავისი ფანჯრების ხედი, ქარები შეხვდნენ და ისაუბრეს და მერე, მშვიდად წაიღეს ბედი. ქალი უსმენდა პიაფის პადამ-ს და ოცნებობდა ჰქონოდა ფრთები. ღრუბელი სთხოვდა: `გადმოხტით მადამ, ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით” იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს, ქალს ეშინოდა მსუბუქი რისკის. ცის სიღრმე ჰქონდა პატარა გუბეს და მიდიოდა ბედი ქარისკენ.
შენთან შეხვედრას თითქოს ემთხვევა, სისხლში მაწვება ლექსის ნალექი. ოჰ, რომ ჩამექცეს მტკვარში შემთხვევით, ადიდდება და თბილისს წალეკავს. ისე დადიხარ მაღალ ქუსლებზე ფეხაუდგმელი ირმის ნუკრივით. მითხარი, სხვები როგორ უძლებენ ტანს მიხვრა-მოხვრით რომ მემუქრება. სხვისთვის გაცვია კაბა ჭრელ-ჭრელი. სხვისი ოცნების მოაჯირიდან ლექსში მაინც მე შემომეჭრები, ლექსში სისხლიდან მოაჯირითებ. დრო ამტვერდება ქარში არევით, და მიმაყო...
ყველაფერი ისევ კარგად იქნება _ ჩემში მინდა ამ სიტყვების მიგნება. მოგონებას ვიცი ვერსად წაუხვალ და აპრილი იაპრილებს დღეს თუ ხვალ... უფრო მეტი ცეცხლი მოაქვს სიშორეს, სევდა, სევდა, სევდა ვერ მოვიშორე. ყველაფერი ისევ კარგად იქნება _ ჩემში მინდა ამ სიტყვების მიგნება...
ისევ დაამჩნიე ნამწვავს აღელვება, გარე განათება გლანდავს ფარდებიდან. შენი ოთახიდან სამის ნახევარი თეთრი ყვავილივით გზაზე ვარდებოდა. ალბათ ნაწვიმარი ქუჩა აყვა ვინმეს, იყო გადაფრენა, მაგრამ ჩრდილოეთით. შერჩა შემოდგომის წითელ საყვავილეს შენი მოლოდინის მკრთალი სილუეტი...
თითებშუა სითბო, სიგარეტის კვამლი. წვიმა თითო-თითო, წვიმა ცალი ცალზე. უცნაურად მინდა დავლიო და მოვლბე. მერე აივნიდან შენი ლურჯი ქოლგა დავინახო, უკან როგორ გექაჩება. მიხვრა-მოხვრით უკრავ ტანში! ვერ გაჩერებ. ტუჩი, თითი, ტუჩი _ გეწევი და გზოგავ. მესიზმრება ლურჯი, ლურჯი, ლურჯი ქოლგა...…