კვირა, 2021-05-09, 11:06 PM
მოგესალმები სტუმარი

პოეზიის სამყარო

 
[გაფართოვებული ძებნა]
შედეგები 1-10 მიახლოებით 2662 მოთხოვნაზე leqsebi

პარეიდოლია რომ არ მჭირდეს,
მეზობლის კარზე ვერ შევამჩნევდი
ქვედა სართულიდან ამოსული შუქისგან შექმნილ
ედვარდ მუნკის კივილს.

ფეხითმავალ გზაზე კი ორმოს,
სადაც გაჭრილ ფოთოლზე იდო ქვა
და ერთი მხრიდან კაცის სახე ყვიროდა
და მეორედან ქალის სხეულს სურდა შეხება.

ზოგჯერ,
ტალღურად გადავდივარ აპოფენიაში
ისე რომ ვერც ვამჩნევ განსხვავებას,
როგორც მეგალადონსა და უბრალო ზვიგენს შორის.

ზოგჯერ,
ვუყურებ ფურცე...

არასდროს მიყვირია ქუჩაში:
– მარჩიელი, მარჩიელი!
მაინც მიპოვეს.
მოდიოდნენ და მოჰყავდათ
დაბზარული ხელისგულები
და სველი კენჭებივით
პრიალა თვალები.
მეც ვიჯექი და ვიგონებდი,
სიცოცხლის ხანგრძლივობას
და უტკივილო სიყვარულს.
ზოგჯერ სიმართლეც წამცდენია –
ავი და მწარე.

ვიდრე არ მოვიდა წითურთმიანი,
ელავდა მისი ხელისგული,
როგორც მარმარილო,
თითქოს არასოდეს უცხოვრია.
– შენ არსებობ!
სხვა ...

ამ უღრან ტყეებში,
ამ მიუსაფარ მინდვრებზე…
ქრისტე ღმერთმა რომ ჩამოიაროს,
მე ცრემლებს ვართავდე,
შიშზე ვმღეროდე და ომებზე.
გუდიანმა კაცმა რომ ჩამოიაროს,
მკვდარ თოჯინასთან მოთამაშე მნახოს.
ეპისკოპოსმა, ავტომობილი აუდით,
რომლის წინაშე სიკვდილიც უძლურია.
სოფელმა რომ ჩამოიაროს, ვიწრომ
და დავინახო ჩემი თავი, ჭრელი ქვედაკაბით,
მივდივარ და
ვერცხლის საყურეებს მივაწკრიალებ,
მივდივარ და უკან ვიყურები
ქვებისკენ. ...

ვერ ვიყვირე,
ჩემი ღმერთის უკეთესობა,
ვერც დანომრილი პოეტივით
ვიქეცი ყვავად,
რომ გამიხარდეს
ფრენის შესაძლებლობა.
მე, როგორც რბილი
და დამყოლი ქვა,
ქვისმთლელის ხელებში,
უხმოდ ვემსგავსები ანგელოზს,
რომელიც ცდილობს,
გადაგეფაროთ ვიწრო ფრთებით,
ვიდრე ღმერთი იგვიანებს.
თქვენ კი, ვინც გადარჩით,
გქვიათ იღბლიანი,
როგორც ამ გოგონას,
რომ დგას ნანგრევებში.
და უცნაურად იღიმება.

– არავინ ამოგათრევს ჭაობიდან! –
ჭკვიანივით თქვა.
ასე ვიჯექით, ერთმანეთის პირისპირ,
როგორც მე და შენ – მწვანევ.
ზოგჯერ მინდა დავაკაკუნო,
ბამბის ჩხრიალივით
რომ არ მეშინოდეს ალაყაფების
და კოდალებიც ყველა ქვეყნის
ისე ბევრია…
იქნებ ასე სჯობს –
ჰაერს ვცრი
და მზესავით ვიცინი.
მისნაირი ვარ!
მეზობელს მიწა უნდა გავუყო,
საზღვარზე ამოსული ხეც
მივაკუთვნო
და წავიდე,
არა ქალაქის,
თუ კონ...

ნეტავ როგორი ხარ ბიძაჩემო?
ერთი სურათიც არ დარჩა შენგან,
ერთი მხსენებელი.
ზოგჯერ მგონია, მე მოვიგონე,
ჭკუასუსტი ბიჭის ამბავი,
სიცოცხლეშივე მიმალული სახელით,
და მოდის ასე ჩემი გენი –
მზე და მთვარესავით ლამაზი მამიდებით
და მოჯადოებული მამაჩემით,
სილამაზე შეიძლება შეიცვალოს
სიბრმავით და ავადმყოფობით
და ჯადოც აიხსნება,
თუ ღამის გზაჯვარედინზე დადგები,
სიტყვის უთქმელად და უვარსკვლავო ცას
შვიდი წყაროს წყლი...

ორმეტრიან თოვლს
რომ გაკვალავ,
ერთი ხის სანახავად,
რადგან მოგენატრა,
როგორც ის ადამიანი,
რომელსაც ვერ მიეყრდნობი,
ვერ ეტყვი:
– მართლა არ ვიცი,
ვის სჭირდება
ამ მტრულ კედლებზე
მიწერილი
ორსიტყვიანი თავგადასავლები
და რომ სადღაც
ერთად ცხოვრობენ,
რეზინის ყვითელი დათუნია,

სახიფათო ასანთის ღერი
და სიმღერა –
სოფლის თვალ მარიაზე.
და პილოტმაც, უდაბნოს გულიდან,

იპოვ...

მომიყევი, ჭრიჭინობელავ,
ზაფხულის გაუთავებელ ღამეებში
რას ჩურჩულებენ ნასახლარები?
ამ ხატს ვაჩუქებ,
ოქროს ეკლებიანს,
ვინც დამიხატავს
ჩხირკედელა ბიჭუნას,
დურგლის შვილს –
დგას და იცინის
დგას და
ჩიტებს ათავისუფლებს.
გადავშლი რომელიმე წიგნს,
მაგალითად –
“ნობელის პრემიის ლაურატები”
(გამომცემლობა ინტელექტი),
ან უფრო ძველს –
“კოლხი აიეტი და გაიძვერა იასონი”
და გავყურებ ცასავით.
აი...

ცაზე ჩიტები მიწერილი –
გადმოვწერე
და მზეფერადი – დედაჩემი.
დღე კი ისეთია – უღიმღამო,
ჩრდილიც კი გაყვითლდა
და ჩითის სიცილით
აღარ მომდევს.
თმებს გაიშლის დედინაცვალი,
ბედის მორჩილი
და ღამეს გახედავს,
ტყისკენ მიმავალს.
კარგი,
წავალ, ძროხებს მოვძებნი –
ნისლას და ბოჩოლას
და ჭოტად ქცეული
ვინმე გზააბნეულს
გადმოვძახებ…

მესიზმრა, ნინო დარბაისელი
იყო წინასწარმეტყველი,
ფერადი მუთაქები შემოეწყო,
იჯდა და წინასწარმეტყველებდა.
მესიზმრა, ტოტებზე შემხმარი
საწყალი ბეღურები
სიცივეს იცილებდნენ,
ცა იყო ლურჯი და უცვლელი,
ცდილობდა, გაეცინა მზეს.
მესიზმრა, უგულო თებერვალი,
არც წყალი, არც თოვლი,
აქა-იქ გუგულის სოკოებით
და ფურისულებით,
ჩემი კუზიანი მეზობელი,
მკვდარი, შემომჩივლა –
ამ ჩემი სულელი
ბიჭის ჯავრით
ლამ...

...2013 wlis statusebi, 3 martis leqsebi, 3 martis milocva dedaze, 3 martis misaloci leqsi, 3 მარტის მილოცვა დედაზე, 300, 3marti, 3martze, 3მარტზე, 5x6369, 666, 7, 8martis, ...welze, axali wlis, axali wlis leqsebi, Axali wlis Milocva Leqsebit, axali wlis milocva leqsit, axali wlis misaloci leqsi, axali wlis statusebi, baratashvili, barbosa, bardnala, bedi, bedi ...

ჯერ ფიქრი რაა, ცხოვრებით რო ნელ ნელა გწამლავს. სხვები ყოველთვის ბრუნდებოდნენ ანდა ითმენდნენ. ის ისეთია, თუ წავიდა უცხო გზით წავა ...

შენი მონატრება მტანჯავს, შენი სიყვარულით ცად ვარ... შენთან მოსვლა მინდა მაგრამ... ოხ ეს დაბრკოლება მტანჯავს, მე შენს ჩახუტებას ვნატრობ, შენთან ...

ლექსებს არ ვაცმევ ძალიან ფასეულ რამეს. ლექსებს ქარების მოტანილ ნეშოთი ვმოსავ. არ გამიჭრია მაგათთვის ზურმუხტის გზა მე, ისინი ჩემთან წყალწყალა ...

ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ და სიყვარულის ამბებს ყვებიან მარტო დარჩენის ნუ გეშინია დაგიბრუნდები ჩემო ფერია აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?

ანანო ჩემი ძილი რას ეყოფა ამოდენა სიხარულს. მამა, მე ალბათ ლოცვა მჭირდება მთელი ძალით.

ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება, თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი. მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება, მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი...

შენ არ მოდიხარ, დიდება მიცდის, ვითვლი საათებს, ყვითელ უწყებებს... ჩემი ლექსები, როგორც მილოცვა, მათ, ვინც არასდროს არ მივიწყებენ!

არ მეჩქარება არსად, მოსაყოლი მაქვს კიდევ რა არ მომსვლია აზრად, რა იდეები ვზიდე. არ მიმითითოთ კარზე, არ ამიტეხოთ ყეფა.

ცხვება ლავაში, ლუდხანაში ილევა ლუდი, ცვდება ტალახში, შემცივნული მათხოვრის ქუდი... ქალაქის ფოთლებჩაცვენილ ქუჩებს, კვლავ ბოშა ქალი გასძახის, \\\"ხურდა\\\", ვიღაც პოულობს ...

1 2 3 ... 49 50 »


შესვლის ფორმა
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0