შაბათი, 2021-01-23, 10:21 PM
მოგესალმები სტუმარი

პოეზიის სამყარო

 
[გაფართოვებული ძებნა]
შედეგები 1-10 მიახლოებით 170 მოთხოვნაზე nika cherqezishvili

ციკლიდან - მა (მეოთხე ლექსი)
ნეკნები (ბუდე)
თეკლას

მა,
როცა ორჯერ ორია ოთხი,
ანუ - მარტივი ჭეშმარიტება -
ის,
რომ ყოველდღე ცარიელ ოთახს,
რომელშიც ცვივა მკვდარი ჩიტები
ჭერიდან,
მარტო ვუახლოვდები
და სანამ შევალ,
ვჩერდები კართან,
რომ მოვისინჯო ჩემი ბოდვები,
სიზმრები,
ხომ არ დამტოვეს,
რათა -
დავრწმუნდე,
ვიგრძნო,
(ვიცოდე - უნდა) -
მთლად მარტო არ ვარ,
...

შენ ახლა ბავშვი ხარ, თეკლუ, და დრო მოვა -
მე ჭიანჭველების ქალაქებს გაჩვენებ,
გეტყვი, რომ სამყარო არყოფნის დრამაა,
რომ ნაგვის ბუნკერში ვაგროვებთ ნარჩენებს
სიცოცხლის, სიკვდილის, აწმყოს, თუ სიზმართა,
ჩვენ ყველა ოცნება ეკლებს შევახიეთ,
რომ გულში მიაგნებ სიკეთის მისამართს
და ქრისტეს ნაკვალევს ტერფით შეეხები.
თეკ, მე შენ დაგარქვი კოკოშა, ბაჭია. -
ვიღიმი, ფანჯრებთან ქარები უსტვენენ,
თეკ, შენი ფოტოა სინათლის ნაჭერი,
ყვითელი ქუდ...

27 თებერვლის საღამო

"სადღაც კარგად ყოფნაც არსებობს"

ნიკა ჩერქეზიშვილი / ლაშა მარგიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, III კორპუსი, III სართული, თეატრალური დარბაზი (ყოფილი წითელი დარბაზი)

დასაწყისი: 19:30

დასწრება თავისუფალია

მადლობას ვუხდით თსსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობას
 


პირადი ტრაგედია

მე ვკითხულობდი ლექსებს დანგრეულ თეატრში,
ჩაბნელებულ დარბაზში არ იჯდა ენდი უორჰოლი
და შენც მხოლოდ ჩემს ფიქრებში არსებობდი.

არ ვიცი,
რისი თქმა უნდა წვიმას,
როცა მშრალ ასფალტს ასველებს.

მე არ ვიცი არაფერი.

ჩემი ცხოვრება ვერ გაგრძელდება მეზობელ სახლში,
მეზობელ ქუჩაზე,
მეზობელ ქალაქში...

რა სევდიანია ჩემი ოთახი,
როცა შენ უკრავ ფორტეპიანოზე,
და მე ძალიან მინდა,
...

"და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა."
ლუკას სახარება 23.42.

შეიძლება,
ათასები გკითხულობდნენ,
მაგრამ თვითონ,
სულ რამდენიმე კაცს თუ წაუკითხავ საკუთარ ლექსებს.

ცხოვრება მხოლოდ იმისთვის ღირს -
ჯვარს ეცვა,
ტყუილია დანარჩენი.

ღამდება,
ექვსივე მხრიდან ღამდება.
ღამდება ჩრდილოეთიდან
და ღამდება სამხრეთიდან,
ღამდება დასავლეთიდან
და ღამდება აღმოსავლეთიდან,
...

შენ ადამიანი არ ხარ.

...

შენ ვერასოდეს შეძლებ ჩვენს მიტოვებას,
ღმერთო!

ბედი?
შენ იცი,
არასოდეს მწყალობდა ბედი
და მაინც ვწერდი,
რასაც ჩემთვის ცხოვრება შლიდა.
თუმცა მინდა,
რომ ბნელ სარდაფში გულაღმა ვეგდო,
მზის გულზე ვდგავარ,
რომ მხედავდე
და იყო მშვიდად.

National Library of Georgia / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
3 აპრილი, სამშაბათი 18:30-დან - 20:00

"თუ შენს დარდს
მისხლითაც კი შევამსუბუქებ,
ნებისმიერ დროს,
დავსხდეთ
და საათობით ვილაპარაკოთ ჩვენს ცხოვრებაზე."

ეს არის ამონარიდი ჩემი ერთ-ერთი ნაწერიდან.

ღონისძიების მოკლე აღწერას კი მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი გამონათქვამით დავასრულებ:

"ცხოვრება მაშინ სრულდება, როდესაც ჩვენთვის მნიშვნელო...


ლომბარდის რიგში დგას
მარტოხელა დედა
ღვთისმშობლის გულსაკიდის დასაგირავებლად,
მის ახალშობილს კი არავინ ეთამაშება,
რომ ტირილი შეწყვიტოს.

იცვლება დრო,
იცვლებიან ადამიანები,
მაგრამ არის რაღაც,
რაც ღმერთამდეა მისატანი
და მე მივიტან.

Nika Cherqezishvili (27 Tebervali 2015) ნიკა ჩერქეზიშვილი (27 თებერვალი 2015) წაკითხული ლექსები: სიყვარულია ... ფინჯან ყავაში ... ტყე შენი ტანივით თხელი ...

nika cherqezishvili dodes kaden! 27 თებერვალი / 27 tebervali ეს ქვეყანა არის ბუდე, მაგრამ არა მერცხლის! es qvekana aris bude, magram ara ...

შენ ახლა შორი ხარ. შორი და უჩემო... აქ, ჩემთან, ოთახში კვლავ ჩუმად დადიან. არ მინდა, რომ ვინმეს ტკივილი ვუჩვენო...

დიდი ხნის უნახავი მეგობარი შემხვდა, გოგო. როგორ ხარ მეთქი და... მხეცივით ღრიალი მინდა, მაგრამ ახლა სამსახურში მივდივარო.

ეგრეა, ცხოვრებას შეუძლია იზეიმოს... ... მაგრამ ჯერ კიდევ დარჩა ჩემგან ძვლები და კითხვები. ნიკა ჩერქეზიშვილი

რომ გწყურია და წყალს მოსვამ, პირველი ყლუპი ყველაზე გემრიელია, მერე უფრო სურვილს იკლავენ, ვიდრე ცხოვრებას აგემოვნებენ.

იმ სოფელში, სადაც არც სკოლაა და არც ელექტროენერგია... ... ბავშვებს ცხოვრებაში შესასვლელ ბილიკებს ციცინათელები უნათებენ. ნიკა ჩერქეზიშვილი

კაცობრიობა უფსკრულისკენ მიექანება, როცა მე, უგონოდ მთვრალი, გულაღმა ვწევარ ჩემი ოთახის იატაკზე. ეს არის ყველაზე დაბალი წერტილი ჩემს სახლში.

ასჯერ გახვედი და გამოხვედი ერთი კედლიდან მეორისკენ. დაწექი და ათასჯერ იცვალე გვერდი. ადამიანებს არ უნდათ არაფერი და ძინავთ.

დღეს ვფიქრობდი და ვერ გავიხსენე, ბოლოს როდის გადავხედე ფანჯრიდან ქუჩას, ღია ფანჯრიდან მთელ ქუჩას.

1 2 3 ... 16 17 »


შესვლის ფორმა
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0