პარასკევი, 2019-11-15, 9:17 PM
მოგესალმები სტუმარი

პოეზიის სამყარო

 
[გაფართოვებული ძებნა]
შედეგები 1-10 მიახლოებით 2922 მოთხოვნაზე poezia

შენ ახლა ბავშვი ხარ, თეკლუ, და დრო მოვა -
მე ჭიანჭველების ქალაქებს გაჩვენებ,
გეტყვი, რომ სამყარო არყოფნის დრამაა,
რომ ნაგვის ბუნკერში ვაგროვებთ ნარჩენებს
სიცოცხლის, სიკვდილის, აწმყოს, თუ სიზმართა,
ჩვენ ყველა ოცნება ეკლებს შევახიეთ,
რომ გულში მიაგნებ სიკეთის მისამართს
და ქრისტეს ნაკვალევს ტერფით შეეხები.
თეკ, მე შენ დაგარქვი კოკოშა, ბაჭია. -
ვიღიმი, ფანჯრებთან ქარები უსტვენენ,
თეკ, შენი ფოტოა სინათლის ნაჭერი,
ყვითელი ქუდ...

საკუთარი სახე რომ ნახო,
სარკის სანაცვლოდ, შენი ბავშვობის
თვალებში უნდა ჩაიხედო
და გაიხსენო;

თუ რას ეცადე
და ვერ შეძელი,
რა მოატყუე,
რა შეუსრულე, -

ყველაფერი ამოთქვა ერთად
და დაელოდო;

როგორც შეძლებს,
დაგეხმარება,
ტყუილს შეგინდობს...

და ბოლოს, ბოლოს
შესრულებულ დანაპირებსაც
რომ გამოუჩენ,
ის გამოგართმევს,
სიტყვის უთქმელად გაგიღიმებს
და სამუდამოდ
...

დღეს ვნახე ჩემი ძალიან ძველი
ჩანახატები.
ვათვალიერე და ერთ-ერთმა
გული ჩამწყვიტა;

დამიხატავს ჩემი ოჯახი:
მამა, დედა, მე და ჩემი და,

უკან კი რაღაც სახლი დამიდგამს,
პატარა სახლი,
ფანჯრებით, ერთი ღია კარით და
გვერდზე დახრილი ვიწრო კედლებით.

ნახატები და ნაწერები ხომ სრულდება ხოლმე;
რაღაც აქვთ, - თითქოს მთელი მომავლის
წინასწარხედვა.

აბა, იმ სახლში ყველა როგორ დავეტეოდით?!.

მა...

არასდროს მიყვირია ქუჩაში:
– მარჩიელი, მარჩიელი!
მაინც მიპოვეს.
მოდიოდნენ და მოჰყავდათ
დაბზარული ხელისგულები
და სველი კენჭებივით
პრიალა თვალები.
მეც ვიჯექი და ვიგონებდი,
სიცოცხლის ხანგრძლივობას
და უტკივილო სიყვარულს.
ზოგჯერ სიმართლეც წამცდენია –
ავი და მწარე.

ვიდრე არ მოვიდა წითურთმიანი,
ელავდა მისი ხელისგული,
როგორც მარმარილო,
თითქოს არასოდეს უცხოვრია.
– შენ არსებობ!
სხვა ...

ამ უღრან ტყეებში,
ამ მიუსაფარ მინდვრებზე…
ქრისტე ღმერთმა რომ ჩამოიაროს,
მე ცრემლებს ვართავდე,
შიშზე ვმღეროდე და ომებზე.
გუდიანმა კაცმა რომ ჩამოიაროს,
მკვდარ თოჯინასთან მოთამაშე მნახოს.
ეპისკოპოსმა, ავტომობილი აუდით,
რომლის წინაშე სიკვდილიც უძლურია.
სოფელმა რომ ჩამოიაროს, ვიწრომ
და დავინახო ჩემი თავი, ჭრელი ქვედაკაბით,
მივდივარ და
ვერცხლის საყურეებს მივაწკრიალებ,
მივდივარ და უკან ვიყურები
ქვებისკენ. ...

ვერ ვიყვირე,
ჩემი ღმერთის უკეთესობა,
ვერც დანომრილი პოეტივით
ვიქეცი ყვავად,
რომ გამიხარდეს
ფრენის შესაძლებლობა.
მე, როგორც რბილი
და დამყოლი ქვა,
ქვისმთლელის ხელებში,
უხმოდ ვემსგავსები ანგელოზს,
რომელიც ცდილობს,
გადაგეფაროთ ვიწრო ფრთებით,
ვიდრე ღმერთი იგვიანებს.
თქვენ კი, ვინც გადარჩით,
გქვიათ იღბლიანი,
როგორც ამ გოგონას,
რომ დგას ნანგრევებში.
და უცნაურად იღიმება.

– არავინ ამოგათრევს ჭაობიდან! –
ჭკვიანივით თქვა.
ასე ვიჯექით, ერთმანეთის პირისპირ,
როგორც მე და შენ – მწვანევ.
ზოგჯერ მინდა დავაკაკუნო,
ბამბის ჩხრიალივით
რომ არ მეშინოდეს ალაყაფების
და კოდალებიც ყველა ქვეყნის
ისე ბევრია…
იქნებ ასე სჯობს –
ჰაერს ვცრი
და მზესავით ვიცინი.
მისნაირი ვარ!
მეზობელს მიწა უნდა გავუყო,
საზღვარზე ამოსული ხეც
მივაკუთვნო
და წავიდე,
არა ქალაქის,
თუ კონ...

ნეტავ როგორი ხარ ბიძაჩემო?
ერთი სურათიც არ დარჩა შენგან,
ერთი მხსენებელი.
ზოგჯერ მგონია, მე მოვიგონე,
ჭკუასუსტი ბიჭის ამბავი,
სიცოცხლეშივე მიმალული სახელით,
და მოდის ასე ჩემი გენი –
მზე და მთვარესავით ლამაზი მამიდებით
და მოჯადოებული მამაჩემით,
სილამაზე შეიძლება შეიცვალოს
სიბრმავით და ავადმყოფობით
და ჯადოც აიხსნება,
თუ ღამის გზაჯვარედინზე დადგები,
სიტყვის უთქმელად და უვარსკვლავო ცას
შვიდი წყაროს წყლი...

ორმეტრიან თოვლს
რომ გაკვალავ,
ერთი ხის სანახავად,
რადგან მოგენატრა,
როგორც ის ადამიანი,
რომელსაც ვერ მიეყრდნობი,
ვერ ეტყვი:
– მართლა არ ვიცი,
ვის სჭირდება
ამ მტრულ კედლებზე
მიწერილი
ორსიტყვიანი თავგადასავლები
და რომ სადღაც
ერთად ცხოვრობენ,
რეზინის ყვითელი დათუნია,

სახიფათო ასანთის ღერი
და სიმღერა –
სოფლის თვალ მარიაზე.
და პილოტმაც, უდაბნოს გულიდან,

იპოვ...

მომიყევი, ჭრიჭინობელავ,
ზაფხულის გაუთავებელ ღამეებში
რას ჩურჩულებენ ნასახლარები?
ამ ხატს ვაჩუქებ,
ოქროს ეკლებიანს,
ვინც დამიხატავს
ჩხირკედელა ბიჭუნას,
დურგლის შვილს –
დგას და იცინის
დგას და
ჩიტებს ათავისუფლებს.
გადავშლი რომელიმე წიგნს,
მაგალითად –
“ნობელის პრემიის ლაურატები”
(გამომცემლობა ინტელექტი),
ან უფრო ძველს –
“კოლხი აიეტი და გაიძვერა იასონი”
და გავყურებ ცასავით.
აი...

ისეთი ადამიანებიც არიან, რომ გტოვებენ მაგრამ არსად მიდიან. საკუთარ სისხლში იგროვებენ შენს სიმარტოვეს და არასოდეს ბრუნდებიან.

თუ გიცდიათ მდინარეში ჩანგლით თევზის ჭერა? სულ უბრალო საქმე არი: ზიხარ... უცდი... გჯერა... ასეთია ჩვენი საქმეც, ანუ ლექსის წერა: კალმით ...

ხატავ და მოგდის მუზათა კრება ტვინში ირევა ფერთა გამები ხედავ ნაცრისფერ ცხოვრების ნაცვლად ფერთა გამებში როგორ გაები თუმც შეიძლება მოხდეს ...

ქარი არეული განცდებია, წვიმა პოეზიის სარჩული და, დედამიწასაც ვერ გაცდებიან, ვისაც პოეზიით არ უვლია, ყველა სტროფს ჭირდება გაფრთხილება, როგორც უფრთხილდება ...

პოეზია, მზრუნველობამოკლებული ბავშვია, რომელსაც რომ უცაბედი გამოჩენა აშინებს მშობლის... და მას დასვრილი აქვს ტალახისგან ცაცია, მისი ქუსლი სველია და შიგადაშიგ ...

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. თვალებით თანხმობა, თვალებით უარი და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია, შენგან ...

შავი ღამეები გავათენე, ბევრჯერ შიშისაგან გავიტრუნე, გორდება სიკვდილის კამათელი, (თვალები სიცოცხლის გარნიტურა, ფიქრები საოცარი გარნიზონი). სიცხე ვარაუდით გავიზომე.

პოეზია არ არის ფანჯრიდან გარეთ ყურება, პოეზია არის ქუჩაში გასვლა. ... ჩვენში ერთ ლექსზე ათი ოთახის პოეტი მოდის.

1 დღეს ასეთია განწყობა ჩუმი , დეკემბრის ღამეს ფიქრს ვეტმასნები . მოგონებისას ცარიელ თასში , თითო პეშვებით ვავსებ ლექსებით 2 Caffe Bar Vienna ...

ჩემი პოეზია უშენოდ დავიწყებ ათვლას სულ ბოლოდან და ყველა წამზომი დამრჩება ჩართული ვერ გეტყვი,როდემდე, ვერც იმას, რამდენი დადგება სიცოცხლის ...

1 2 3 ... 49 50 »


შესვლის ფორმა
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0