Загрузка...
მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ ტკივილით ძილში, ღვიძილში ... - 26 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-12-03, 8:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 26 » მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ ტკივილით ძილში, ღვიძილში ...


1:42 PM
მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ ტკივილით ძილში, ღვიძილში ...
გიშვებ.. სამყარო დიდი არის, კი არ გაშინებ -
გიშვებ , რომ იშვე შენ ხელახლა ცის ქვეშ და მზის ქვეშ.
ხელს კი არ გიშვერ , გიშვებ - მეთქი, ღამის სიგიშრე
ტბები დამიშრა, ცრემლიც არ მაქვს -
უცრემლოდ გიშვებ

მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ
ტკივილით ძილში ,ღვიძილში და მე გიშვებ იმ შენ
ერთადერთ გზაზე , ვიწრო გზაზე და ეს კი ნიშნავს
რომ შენს საკუთარ სიღრმეში და წიაღში გიშვებ.

სახლში დაბრუნდა ღვთისმშობელი გოლოთის მერე,
ჯვარცმის საღამო მიიწურა და ალბათ ნივთებს
(რაზეც ნაკლებად საუბრობენ, ფიქრობენ , წერენ)
ადგილს უცვლიდა , ალაგებდა და წმენდდა იმ დღეს.

ათი მცნებით ვართ აკრძალულნი , ათი უძირო
უკიდეგანო უფსკრული წევს ჩვენს შორის შიშებს
ათასგვარს აღძრავს იგი ჩვენში - უღრმესს, უმძიმესს,
და ამიტომაც სხვა რა გზაა - მე სახლში გიშვებ

ბედნიერება ცრურწმენაა , ნუ ჩაეფლობი
ამ ძველ ჭაობში, ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს,
ეს მე კი არა - სიყვარულის შეუძლებლობა
თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს!

გფარავდეს თვითონ ღვთისმშობელი და ასეც იზამს
ჩემი ჩარევის , ხვეწნისა და თხოვნის გარეშე ,
სადმე შევხვდებით სიკვდილამდე ცხადში ან სიზმრად
და ჩავიხედავთ ერთმანეთის დამშრალ თვალებში


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1439 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ძილი, სიყვარული, ჩასუნთქვა, მიყვარხარ, ამოსუნთქვა, შიშველი, ღვიძილი, ტკივილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0