პოეზიის სამყარო - poetry portal
სამშაბათი, 2020-10-27, 3:11 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

ნიკა ძამიაშვილი - სითბო / nika dzamiashvili - sitbo


მარტოდ ხეტიალის შემდეგ
ავედი სახლში.

შევამჩნიე შენი ფოტო

და ცარიელი ოთახი
გათბა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 865 / თარიღი: 2018-02-02 / 2:33 AM / პარასკევი

ნიკა ძამიაშვილი — ფსიქიკური ჯაზი / პარეიდოლია


პარეიდოლია რომ არ მჭირდეს,
მეზობლის კარზე ვერ შევამჩნევდი
ქვედა სართულიდან ამოსული შუქისგან შექმნილ
ედვარდ მუნკის კივილს.

ფეხითმავალ გზაზე კი ორმოს,
სადაც გაჭრილ ფოთოლზე იდო ქვა
და ერთი მხრიდან კაცის სახე ყვიროდა
და მეორედან ქალის სხეულს სურდა შ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 20 / თარიღი: 2020-09-26 / 1:59 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (სახეზე მომემატა ნაოჭი, წვერიც გამიხშირდა. მიღრმავდება თვალის ქვემოთ ღრმულები..)


სახეზე მომემატა ნაოჭი,
წვერიც გამიხშირდა.
მიღრმავდება თვალს ქვემოთ ღრმულები.

მივხვდი,
ჩემს ეზოში
ონკანიდან
დღემდე წვეთავს
ჩემს მიერ განვლილი
და დარჩენილი წლები!..

2015-16 წ.

კომენტარები: 0 / ნანახია: 13 / თარიღი: 2020-09-26 / 1:56 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — ინდუიზმი, უფალი და ქალი


ინდუიზმი, უფალი და ქალი

მფარველი ვიშნუ და გამანადგურებელი შივაც კი ლოცულობს
ბრაჰმას, განეშასა და ინდრას ფეხებქვეშ.

შენ კი ისაც არ იცი ვის შესთხოვ და რას.
რა ძალა აქვს მთელი გულით წაკითხულ "მამაო ჩვენო"-ს.

შენ ახლა უსმენ რომელიმე ჰიტს,
მე კი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 32 / თარიღი: 2020-09-26 / 1:53 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (მე შემიძლია ის ხმა ჩავიწერო, როდესაც რადიოს უჭირს ტალღის დაჭერა...)


მე შემიძლია ის ხმა ჩავიწერო,
როდესაც რადიოს უჭირს ტალღის დაჭერა,
გარდავქმნა მორზეს კოდით და გავაგზავნო უსასრულობაში
და სადმე დედამიწის მეორე მხარეს,
ვიღაც ამ ხუმრობას მონათლავს რაიმე სერიოზულ აღმოჩენად,
ისევე როგორც —
თეთრი ხმაურის მოსმენა
ნოსტრადამუს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 21 / თარიღი: 2020-09-26 / 1:51 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — VOODOO DOLL / ვუდუ თოჯინა


შენ იქამდე ხარ პატარა გოგონა,
სანამ თამაშობ თოჯინით,
გსურს გამოკვებო, ჩააცვა, დააძინო და ჩაეხუტო მას.

გინდა შეურჩიო სახელი,
რაც გენებოს დაარქვი, ანაბელის გარდა.

ღამდება შენი სურვილის გარეშე.
როდესაც —
მორიგი კოშმარის შემდეგ გულამოვარდნილი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 13 / თარიღი: 2020-09-26 / 1:49 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (გათენდა. გავიღვიძე. მიჩვეული ვარ უშაქრო ყავას...)


გათენდა.
გავიღვიძე.
მიჩვეული ვარ უშაქრო ყავას.

გამახსენდი.
მომინდა ჩაგხუტებოდი,
გაგსაუბრებოდი.

დასამშვიდებლად,
ყავიან ჭიქაში ჩავიყარე სამი კოვზი შაქარი
და უამრავ კილომეტს მიღმა
შევიგრძენი
შენი გათენებული დილის გემო..

კომენტარები: 0 / ნანახია: 23 / თარიღი: 2020-09-26 / 1:40 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — მე შენ ძლიერ მიყვარხარ!..


მარტოდ ხეტიალის შემდეგ
ავედი სახლში.

შევამჩნიე შენი ფოტო

და ცარიელი ოთახი
გათბა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 18 / თარიღი: 2020-09-26 / 1:40 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (ერთ ღერ სიგარეტს ბევრად მეტი ფასი აქვს..)


ერთ ღერ სიგარეტს
ბევრად მეტი ფასი აქვს,
ვიდრე მათ,
ვინც უამრავ ხალხს კვებავს
შეუსრულებელი დაპირებით!..

კომენტარები: 0 / ნანახია: 16 / თარიღი: 2020-09-26 / 1:40 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — ნ დ ო ბ ა


ნდობა

ბრმამ
ჯოხის დახმარებით
მოგაკითხა სახლში.
შემოუშვი.
წასვლისას კი აღმოაჩინე
საკუთარი საფულის უქონლობა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 19 / თარიღი: 2020-09-26 / 1:40 PM / შაბათი

1 2 3 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2020  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0