მთავარი » 2013 » თებერვალი » 26 » გიორგი ზანგური - მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე
1:45 PM გიორგი ზანგური - მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე
|
მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.
მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება, პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით, დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება ჩურჩულზე დაბალი,მთრთოლვარე ბგერებით.
დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანები, ჟინმოწყურებული ამბორის ამალით. აავსეთ ფრაზები, სულ გამოცანებით, უაზრო თემებით, აღგზნების დამალვით.
დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე, გინდა თუ არ გინდა სატრფოზე გეძინოს. საყვარელს უთხარით-"მე ეხლა რომ გიმზერ, რატომღაც მინდა, რომ მეჩხუბო, მეწყინოს".
იმდენად თამამდ შეეხეთ ქალის მკერდს, შეკრთეს და მოუნდე, დააწყდეს ნერვები, ხალხმრავალ ადგილას ალერსი გარიკსეთ, რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.
იფიქრეთ, ცოტაა სადი და ბოკაჩო იმ ვნების კოცონთან, რომელსაც თქვენ აჩენთ. შერწყმას თუ მოგინდა ალერსი მოქაჩო, ხუმრობით ბავშვურად ნაწნავი მოქაჩე.
შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი, მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე, გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი,
საყვარელს ჩურჩულით აკოცეთ კეფაზე!
გიორგი ზანგური
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1835 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ზანგური, თავშალი, გიორგი ზანგური, ვნებები, სიყვარული, მკერდი, ქალის სურნელი, zanguri, კოცნა, ფიქრები
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|