Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - უსიყვარულოდ / galaktion tabidze - usiyvarulod - 26 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-03-28, 4:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 26 » გალაკტიონ ტაბიძე - უსიყვარულოდ / galaktion tabidze - usiyvarulod


4:39 PM
გალაკტიონ ტაბიძე - უსიყვარულოდ / galaktion tabidze - usiyvarulod
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ…
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს…
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

1914 წ. - გალაკტიონ ტაბიძე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 48252 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: usikvarulod, 1914, უსიყვარულოდ, galaktion tabidze, გალაქტიონ ტაბიძე, galaqtion tabidze, გალაკტიონ ტაბიძე, usiyvarulod, galaktion tabidzis leqsebi | რეიტინგი: 3.0/21
სულ კომენტარები: 121 2 »
12 ani  
0 Spam
heart heart heart magaria heart heart heart

11 Sema  
0 Spam
magaria smile cool

10 makoo.2000  
0 Spam
magari poeti iyo galaktioni es edzgveba makunas

9 zura1988  
0 Spam
poeziis mefev...sheni saxeli ukvdavi iqneba marad.... heart

8 elene  
0 Spam
heart heart heart heart heart heart

7 mari  
0 Spam
magaria

6 giorgi  
0 Spam
Dzalian magari leqsia

5 Qeti  
0 Spam
Amazon leqsia zalian momwons

4 salo  
0 Spam
magaria vgijdebi<3

3 salo  
0 Spam
salo-tordia@mail.ru

1-10 11-12
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0