Загрузка...
ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - სულ ახალგაზრდათ - 26 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 5:38 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 26 » ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - სულ ახალგაზრდათ


11:15 PM
ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - სულ ახალგაზრდათ
ქრონოლოგია გარდასულ წელთა,
საუკუნეთა მაცივარშია.
მოგონებები ჭერიდან წვეთავს,
მხოლოდ სიმართლე გვწყურია, გვშია.

მზე უკვე ადნობს ყინულის კლდეებს,
და ქარიშხალი გვაწყურებს ავდარს,
თანმიმდევრობა მოვტაცოთ დღეებს,
სანამ სხვებივით დავკარგავთ მადას.

კვლავ დავიბრუნოთ ზღვები და მთები,
ეს ჩვენი დროა,ოქროს წუთები,
საუკუნეთა გავბზაროთ თხემი,
თორემ აწმყოში დავიხუთებით.

ვისაც არ ესმის ჩვენი სიმღერა
და ვინც ვერ ზომავს ჟამთ აისბერგებს.
დაე,მოწრუპონ ის მჟავე წლები,
ხალხში რომ ჰქვია _ ტკბილი სიბერე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1667 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: mefe, mephe, irakli, ირაკლი ჩარკვიანი, ირაკლი ჩარკვიანის ლექსები, mepe, irakli charkviani, irakli charkvianis leqsebi, charkviani, მეფე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0