მთავარი » 2013 » თებერვალი » 26 » ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - დრო.
11:19 PM ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - დრო.
|
რეაქტიული მარტოობა, დაძაბული, გამოუთქმელი შიში შეხების, საგნებთან, საყვარელთან, გაქრა. რომანტიული ბილიკის, რითმის ბოლოა, შელამაზების, ვაზისყურა ქალიშვილების ირმისთვალური სევდა გაქრა. სოც-რომანტიზმის ცისფერთვალება ლმობიერება გაქრა. ვარდს გაეფურჩქნა ატომური სოკო, რკინაბეტონის ჯუნგლებში დაკაცდა მაუგლი, პარაბელუმით ხელში. დადგა დრო, გამოთხოვებისა ტყესთან, დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების, დრო წითლად ხატვის, წითელ ქაღალდზე, მაშინებელი, დაუნდობელი, როგორც ყოველი მართალი, დრო.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2327 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: mefe, mephe, ირაკლი ჩარკვიანი, irakli, ირაკლი ჩარკვიანის ლექსები, mepe, irakli charkviani, irakli charkvianis leqsebi, მეფე, charkviani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|