მთავარი » 2013 » თებერვალი » 26 » ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - * * * სულო,განდევნე ეს მღელვარება
11:33 PM ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - * * * სულო,განდევნე ეს მღელვარება
|
სულო,განდევნე ეს მღელვარება, მას ემალება მზის ელვარება, ვის ევალება ცხოვრება ჩვენი სამარადისოდ რომ გაანათოს.
ნუთუ ცხოვრება მხოლოდ ოცნების და სინანულის მწარე ფონია, რთულ ჰარმონიად,ეს აგონია, ღმერთმა მიბოძა ასე მგონია.
და უცებ გაქრა ეს მღელვარება, გრიგალთა გუნდი ცას მოესია, ზეცამ დასჭექა და ელვარებამ მამცნო სიწმინდე და პოეზია.
ო,პოეზია,მხოლოდ შენა ხარ, მხოლოდ შენა ხარ დროის მფლობელი, და ამ უფლის გზას მხოლოდ ჩვენ გავალთ, მარად დავრჩებით შეუცნობელნი!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1737 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: mefe, mephe, ირაკლი ჩარკვიანი, irakli, ირაკლი ჩარკვიანის ლექსები, mepe, irakli charkviani, irakli charkvianis leqsebi, მეფე, charkviani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|