შავი ფერი შევიფერე, მოვიარე მთა-მთა, ყაყაჩოთი ამოვავსე ჩემი ძველი ჩანთა, მოვადუღე, გავიკეთე, შემეცვალა ფერი, სიგარეტი ვერ ვიშოვე ვეღარც-ერთი ღერი.
იმედი მაქვს გაზაფხული კიდევ ერთხელ მოვა, დავიღალე, ვერ ვიძინებ, აღარ მინდა გლოვა, აღარ მჯერა გამარჯვების, ვერ ვიწამე ბუდა, ცა ქალამნად დავიხურე, დედამიწა ქუდაღ!
დავინახე შენი სახე, მომერია სევდა, სიყვარულის მთვრალი მახე წელზე ხელებს მხვევდა, მოვერიდე, გავიქეცი, შველა ვთხოვე ალაჰს, მოსახვევში წავიქეცი, მოვეჭიდე ბალახს.
მოვუკიდე,გავაბოლე,დამავიყდა დარდი, მზეზე ფრთები დავიწვი და წყალში გადავარდი. ჩემი ცუდი საქციელი,არარაფერს არ ჰგავს, ვინც ახლა არ გაიღვიძებს, ის სამშობლოს კარგავს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..