Загрузка...
უცხო მოყმე - წითელი ლექსი - 27 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 9:46 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » უცხო მოყმე - წითელი ლექსი


1:20 PM
უცხო მოყმე - წითელი ლექსი
ცის ლაჟვარდებში მზე რად მიაქვს
მაღლა ანგელოზს?!
მე სულ სხვა ნათელს,სულ სხვა სითბოს
ტრფობით შევცქერი.
სულელი წვიმა არის ჩემი
მიქელანჯელო,
ფანჯრის მინაზე ქალწულივით
დნება შედევრი.
სივრცე მომწყურდა და მომაკვდავ
სხეულს ვიშორებ.
დროის ჯალათებს რად აუტყდათ
რეკვა ზარების?!
მე სულ სხვა სევდით ოცნებების
მომკლავს სიშორე,
თვალდახუჭული ცის კამარას
მივეკარები...
თორმეტი ტომის დამწვარ გვერდებს
ვფანტავ ქარდაქარ,
დაიფანტება მტვრის გენია
მოკლულ სივრცეში.
ო,მერი,მერი,მერი,მერი,
მერი,მერი...მიყვარხარ!
და გალაკტიონს
ვიწვევ დუელში.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1634 | დაამატა: koxo | ტეგები: წითელი ლექსი, ვიწვევ დუელში, მერი მიყვარხარ, uckho moyme, დუელი, uckho mokme, უცხო მოყმე, ucxo moyme, მერი, გალაქტიონი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0