მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » უცხო მოყმე - მომკლეს
1:23 PM უცხო მოყმე - მომკლეს
|
არ მინდა თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს, მაგრამ ტკივილი მერევა ნაცვლად. მე დღესაც ასე იოლად მომკლეს და კიდევ ასჯერ მომკლავენ ალბათ.
რომ ფსკერზე ღამე დაეშვა ცივად, რომ მთვარე კრთება ბილიკის ბოლოს, რომ გახელილი თვალებით მძინავს, ეს თქვენი ბრალი არ არის მხოლოდ!
თუ დავემსგავსე ამღვრეულ წყაროს, ასეთი იყო განგების ნება, რაც უფრო ადრე ყვავილი ხარობს, მით უფრო ადრე ყვავილი ხმება.
არ მინდა,თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს, არ მინდა,ზურგით ნაღველი ვზიდო. მაგრამ მე დღესაც იოლად მომკლეს და ამას მკვლელიც ვერ მიხვდა თვითონ.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1541 |
დაამატა: koxo
| ტეგები: სიყვარულის ლექსი, სიკვარული, uckho moyme, სიყვარული, სიყვარულით მომკლეს, uckho mokme, უცხო მოყმე, ucxo moyme, მომკლეს, ucxo mokme
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|