Загрузка...
უცხო მოყმე - ფიქრების ვალსი - 27 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 10:09 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » უცხო მოყმე - ფიქრების ვალსი


1:26 PM
უცხო მოყმე - ფიქრების ვალსი
ლექსს ვკითხულობდი,ნერვიულად,კისრამდე აჭრილს.
სადაფისფერი ნაჭრით დამახურეს სიზმრებმა ძილი.
მეწვია განცდა,ღამენათევ ფიქრებით აცრილს.
ფორტეპიანოზე თითის აკვრა–ძალიან ფრთხილი.
ვსუნთქავდი აპრილს,ნისლოვანი საღამო მსურდა.
დუმილით შეწყდა ზამთრის სუნთქვა,ფიფქების ვალსი.
თებერვლის თოვლი,სატრფოს ხელში გამდნარი გუნდა
შემორჩა აპრილს...
შენს სიზმარეთში ნაოცნებარს მოვგავდი აჩრდილს,
თვითმკვლელი მზერით,უთქმელი სიტყვით,ნაბიჯით თუნდაც,
ლექსს ვკითხულობდი ნერვიულად,კისრამდე აჭრილს...
ვსუნთქავდი აპრილს,შენ თუ გრძნობდი ამ სულელ სუნთქვას
და მხოლოდ ფიქრი,მხოლოდ ფიქრი–მოკვდავი აზრი,
დაკარგვა სიტყვის,იმედების,ღიმილის თუნდაც.
შეუნდეთ აპრილს კიდევ ერთი ფიფქების ვალსი,
თებერვლის თოვლი,სატრფოს ხელში გამდნარი გუნდა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1441 | დაამატა: koxo | ტეგები: სიზმარი, uckho moyme, ვალსი, სიყვარული, uckho mokme, უცხო მოყმე, ucxo moyme, ფიქრების ვალსი, სიზმარი სიყვარულზე, ucxo mokme | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0