Загрузка...
უცხო მოყმე - მორიგი სიგარეტი - 27 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 9:53 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » უცხო მოყმე - მორიგი სიგარეტი


2:02 PM
უცხო მოყმე - მორიგი სიგარეტი
სივრცე ილევა,უიმედოდ,ძალიან ჩუმად,
ბარის ესთეტიზმს მკრთალი შუქი მატებს სინაზეს,
აწვდის "პორტსიგარს”მეგობარი ნერვიულ სტუმარს
და მონოლოგიც წამით წყდება მორიგ სიტყვაზე…
იქნებ სიზმრებმა გაგიმხილონ ჩაკლული ფიქრი,
იმ თეთრად ნათევ ღამეებში დამტკბარ განცდებად,
ალბათ ქალაქი იმალება ამ ფარდებს იქით
და ჩუმი ბაღი ფოთოლცვენით ნაღვლიანდება.
როდემდე მღლიდეს,ღირდეს მაინც გული სათრევად!
ცა ნაბიჯებით მოზომილი დიადს არ ჰგავდეს.
მთვარეს პერანგი ავახიე ღამის სათევად
იქ,სადაც ბაღი გაძარცულა შემოდგომამდე.
ამ სიჩუმეში აღარ დარჩა უკვე ცინიზმი,
გერდას ბაგეზე ვაშრობ ყინულს ზამთრით მონატანს,
ღამე ნისლებში დაიმსხვრევა მთვარე–თილისმით
და მკვდარი ჩრდილით აატირებს უხმო სონატას.
ზეცა მზეს კრძალავს,უმნიშვნელო სიცოცხლის გამცემს,
დანკოს გმირობით,ილუზიით მნათობ სინათლეს.
მწუთხე ტკივილი ენაცვლება ავადმყოფ განცდებს
და ფერფლად წყდება მორიგ სიგარეტს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1421 | დაამატა: koxo | ტეგები: მაგარი ლექსი, სივრცე, uckho moyme, მორიგი სიგარეტი, uckho mokme, უცხო მოყმე, ucxo moyme, ნაპასი, სიგარეტი, ucxo mokme | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0