მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » უცხო მოყმე - მთვარის ბილიკი
2:09 PM უცხო მოყმე - მთვარის ბილიკი
|
მთვრალი ქარ-ფუნჯით ქარს ხატავს ქარი, მთვარე თვალ-ლურჯი ჰკიდია საწყლად... ინებეთ მთვარე, ეგ თქვენი არი? - თქვენ დაგივარდათ.
დაკეცეთ ქოლგა, ხომ ხედავთ, არ წვიმს, ღრუბელი ტკივილს იკავებს თითქოს. ნუ მალავთ მზერას, ლექსებად დაცლილს, ნუ შეისწორებთ საყელოს, იყოს!
ნუ გაშლით ქოლგას ამ ფრთების ნაცვლად, ისედაც სტკივათ მიწიერ ტომებს, როცა ვასკდებით ამ უხეშ ასფალტს და ფეხსაცმლების ანაბეჭდს ვტოვებთ.
ვიცი, დავიტევთ მითიურ დრამებს, ვიცი, ვისწავლით ფრენას და ყოფას, მაგრამ დილამდე თუ ჩაკვდა ღამე, სამარადისოდ ერთი ლექსის ბწკარი გვეყოფა
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1310 |
დაამატა: koxo
| ტეგები: mtvare, biliki. უცხო მოყმე, uckho moyme, ბილიკი, uckho mokme, ucxo moyme, მთვარე, ucxo mokme, მთვარის ბილიკი
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|