Загрузка...
უცხო მოყმე - ზამთრის ღამე - 27 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 1:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » უცხო მოყმე - ზამთრის ღამე


2:26 PM
უცხო მოყმე - ზამთრის ღამე
ცრიდა და ცრიდა, და სამყარო უკიდეგანოდ
ივსებოდა თეთრი ფანტელით.
სანთელი ენთო მაგიდაზე,
ენთო სანთელი.

როგორც ფარვანებს მიიზიდავს
ზაფხულში ალი,
ფანჯრებს ეზოდან აწყდებოდა
ფიფქების ჯარი.

ყინვის ყაისნაღს
გამოჰყავდა მინაზე ნაყში,
შიგნით კი სახლში
მაგიდაზე სანთელი ენთო.

და იწვა ჭერზე
ორი ჩრდილი, ორი პროფილი,
ორი სვე-ბედი
ერთმანეთზე გადაჭდობილი.

ცვიოდა წყვილი ფეხსაცმელი
ხმაურით დაბლა
იქ, სადაც კაბა -
ცვილის ცხელი ცრემლებით დალბა.

თითქოსდა თოვლმა
ყველაფერი დაფარა ვერცხლით
და ახლა ოთახს ანათებდა პატარა ცეცხლი -
სანთლის, რომელიც მაგიდაზე ენთო და ენთო.

კვამლი კუთხიდან მონაბერზე
მოჰგავდა - ჯვრისებრ,
გულფრთას რომ იკრეფს ანგელოზი
და გაშლის ისევ.

ცრიდა... და იყო თებერვალი
მთელი თვე სველი,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
ენთო სანთელი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1565 | დაამატა: koxo | ტეგები: პოეზია, ზამთარი, ღამე, uckho moyme, ზამთრის ღამე, uckho mokme, zamtris game, უცხო მოყმე, ucxo moyme, ucxo mokme | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0