მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » რუსუდან წიგნაძე - მომენატრები
6:41 PM რუსუდან წიგნაძე - მომენატრები
|
მომენატრები, როგორც ფანტელი, როს ზამთრის თვეში იქმნება წმინდა. მომენატრები, როგორც არასდროს, მომენატრები, სხვა არვინ მინდა.
ვიცი, ზედმეტად თავი გატკიე, კეთილი კრავი ვიყავი ვითომ, სხვებისგან მართლაც გამოგარჩიე, უსამართლო ვარ, ბევრს შენგან ვითხოვ.
რატომღაც ვიცი ხვალ რა მოხდება, მაგრამ მე ჩემსას მაგრად ვაწვები, მომენატრები მართლაც ძალიან, როგორც ზამთარში თეთრი ვარდები.
იცი? მხოლოდ შენ ამოგარჩიე, რომ საიდუმლო იყავი თავად, რა მსგავსებაა მგელს და კრავს შორის? თუმცა კვლავ ვფიქრობ, რაღაცით ვგავართ.
მომენატრები, როგორც ყოველთვის, ეს განშორება ჩემი ბრალია. მომენატრები, როგორც არასდროს, სხვა არვის ნახვა არ მიხარია....
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1618 |
დაამატა: koxo
| ტეგები: SIYVARULI, momenatrebi, სიკვარული, monatreba, სიყვარული, /მომენატრები, მენატრები, саскучелся, მონატრება
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|