Загрузка...
ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - პოეტს (გ. ტაბიძის ხსოვნას) - 27 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 5:43 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - პოეტს (გ. ტაბიძის ხსოვნას)


0:01 AM
ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - პოეტს (გ. ტაბიძის ხსოვნას)
უძილო ფურცელს მან მისი აზრი,
დაღად დაასვა ვით თავის მონას.
დაღად დაასვა გრძნობები ნაზი,
რომელიც შექმნა და მოიგონა.
და იმ ოცნებით შექმნილ მხარეში,
სადაც სულები არსებობს მხოლოდ,
სადაც ღმერთების უკვდავ თარეშს
და ხელოვნებას არ ააქვს ბოლო,
იქით წაიღეს იგი ქარებმა,
მხოლოდ მათ ენდო იგი ვნებული,
მხოლოდ იმ ქვეყნად დაიფარება
ოცნება მისი,დამონებული.
მუხლმოდრეკილი,
გარშემორტყმული ჩვენი ცოდვებით
ჩვენგან წასული,ის ჩვენზე ფიქრობს
და ვეცოდებით.
ალბათ კვლავ მარტო,
ალბათ კვლავ ნატრობს,
ალბათ კვლავ ქმნის...
დღეს ხომ დილიდან ქარიშხალია,
ქარი ქრის,ქარი ქრის,ქარი ქრის.

3 მაისი 1978 წელი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2584 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: mefe, mephe, irakli, ირაკლი ჩარკვიანი, ირაკლი ჩარკვიანის ლექსები, mepe, irakli charkviani, irakli charkvianis leqsebi, charkviani, მეფე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0