თბილისის ვერცხლისფერ მტვერში, ბურთივით დაგორავს ქარი, უსმენენ ქალები გერშვინს, მეც მინდა ვიყო ქალი. ცები--დაფლეთილი, ძველი ქოლგები, აირეკლავენ ვერცხლისფერ უდაბოს, ჯვარცმულ წმინდნთა წინმორბედის მიხმობს ყვირილის ხმა უზოუკვლო. მე კვლავ ვარსებობ! ანგელოზებით გაწბილებული, ჯიუტი ბავშვის სული - ჯოხით ნაცემი. კედელთა ტუსაღი, ისევ ლექსებს ვწერ, უწინდებურად. ავადმყოფური, ქალური ჟინით და გატაცებით.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..