ეპიგრაფი " ნაწყვეტი ძველი ლექსიდან" ტანს გეტმასნება სველი ალერდი, გამჭირვალე კაბა გიმზერს თეძოებს, და აზიდული, მაღალი მკერდით, მიეფინები მწვანე ეზოებს.
თვალი აარიდა საოცრებას, თმები გაეშალა მზეთუნახავს, თეძოს დაჰფენოდნენ დალალები, და ზედ ოქროსფერი აუსახავთ. თვალნი ცისფერი და უნაპირო, შიგ მზის სხივებიც რომ ირეკლება ამაყი მთვარისაც ნარნარება მის უძირობაში იღვლეფება. მკერდი, აზიდული ზეცისაკენ, ჯერაც უჩვეველი შეთრთოლებას, იგრძნო დედაბერმა გზად მიმჯდარმა ძველისა და ახლის შებრძოლება. ლექსი გაიხსენა უძველესი, თავის სიქორფის და ტრფობის ჟამის, შურით გადაავლო თვალი ზეცას, იგრძნო სიფერმკრთალე თეთრი ღამის. სანამ დედაბერი ოცნებობდა, ქალწულს თვალწინმომდგარს იქარგავდნენ, სინაზით და კდემით მუშაობდნენ.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..