უკან მოხედვის იმედი ყოველთვის უნდა გრჩებოდეს. რაც უნდა იყოს წარსული, მაინც ჩვენია, გახსოვდეს. *** თუკი წარსულმა დაგტანჯა.
სულ დავიწყება, ძნელია. უნდა გასწავლოს ცხოვრება
შეცდომის გამოსწორება *** სწორედ წარსულის შეცდომა გასწავლის იყო ფრთხილადა. მომავლის გზას რომ შეუდგე ლხინით და ბედნიერადა.
***
აკეთე უანგაროდა, თუკი აკეთებ სიკეთეს, ორმაგად დაგიბრუნდება. ამის ყოველთვის გჯეროდეს. *** ადამიანში ნუ ხედავ, მხოლოდ ნაკვალევს ცუდისა, ბევრ საიდუმლოს ინახავს, პატრონი ყოველ სულისა. *** ყველას ვერ შეცვლი ამ ქვეყნად. დროს ნუ დაკარგავ ტყუილადა. მიჰყევი ლამაზ დინებას, როგორიც გერგო წილადა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..