Загрузка...
ქართული გული - სამშობლო მქონია - 27 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 7:23 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » ქართული გული - სამშობლო მქონია


1:01 AM
ქართული გული - სამშობლო მქონია
ჩემი ცის და მიწის სითბო,
შორეთს გამომყოლია,
ვერ ვივიწყებ ჩემს ქვეყანას-
რა სამშობლო მქონია!
ჩემი ქვეყნის ქებათ-ქება,
აქაც გამიგონია,
სიამაყით ვფიქრობ ღმერთო-
რა სამშობლო მქონია!
ცად აზიდულ ლამაზ მთებში,
თავი ღმერთთან მგონია,
აღტაცებით მსურს ვიყვირო-
რა სამშობლო მქონია!
თუმცა მთაში მწვერვალები,
თეთრად დაუთოვია,
ბარში ყვავის ია-ვარდი-
რა სამშობლო მქონია!
შორით მოსჩანს მწვერვალები,
ჯიხვთ რომ დაუთქორიათ,
გაოცებულს სუნთქვა მეკვრის-
რა სამშობლო მქონია!
ცის ტატნობზე ფრინველი ჩანს,
არწივი თუ ქორია,
თვალი ცქერით ვერა ძღება-
რა სამშობლო მქონია!
თუმცა ბევრჯერ წაქცეულა,
მტერიც ბევრი გვყოლია,
ბოლოს მაინც იმარჯვებდა-
რა სამშობლო მქონია!
მტერთ სიმრავლე ჩვენს წინაპართ,
ჭკუით გადუწონიათ,
ისტორია თვითონ ყვება-
რა სამშობლო მქონია!
გადავხედოთ აბა წარსულს,
რა მეფენი გვყოლია,
მათ ფესვებზე კვლავ ვიზრდებით-
რა სამშობლო მქონია!
საქართველოს მთლიანობა,
სხვა ნატვრა არ მქონია,
სიყვარულით ნაშენები-
რა სამშობლო მქონია!
სამშობლოზე ოცნებებში,
წლებს შორს ჩაუქროლიათ,
გინდ ვკვდებოდე მაინც ვიტყვი-
რა სამშობლო მქონია!!!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1700 | დაამატა: koxo | ტეგები: samshoblo mqonia, არწივი თუ ქორია, Georgia, ქართული გული, რა სამშობლო მქონია, samshoblo, სამშობლო მქონია, ra samshoblo mqonia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0