მთავარი » 2013 » თებერვალი » 28 » გალაკტიონ ტაბიძე - იისფერი თოვლი
10:37 AM გალაკტიონ ტაბიძე - იისფერი თოვლი
|
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა. მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით: დღეები რბიან და მე ვბერდები! ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება: იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს, უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს ?ისფერ თოვლის ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული სიზმრით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 3978 |
დაამატა: koxo
| ტეგები: გალაქტიონ ტაბიძე, iisper tovli, iisfer tovli, ხიდიდან ფენა, იისფერ თოვლი, მე ძლიერ მიყვარს, გალაქტიონი, galaqtioni
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|