Загрузка...
თემურ ელიავა - ბრმა ბედი - 28 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 4:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 28 » თემურ ელიავა - ბრმა ბედი


10:52 AM
თემურ ელიავა - ბრმა ბედი
ბრმა ბედის წიხლთა საუნჯედ ვიქეც,
ვერ მომერიენ რისხვანნი ზეცის! 
სიკვდილი შენი თვალებით მიცქერს 
და გაბზარული ზარების კვნესით ვტკბები.

ჯვარცმულთა გვირგვინი მიმაქვს, 
მოღალატეთა ათივე მცნების. 
ვინ ნახოს ერთი?! სიკვდილის პირას, 
გათეთრებული პოეტის თმები.

განა მღელვარე ქარიშხლებს მივდევ?! 
განა ამ ქარში გენია მიმაქვს?! 
უბრალოდ ერთ გვერდს მოგიძღვნი კიდევ 
და მერე შუბლში დავიხლი ტყვიას.

შემომეცალა ღელვა და ალღო.
შენ კი სიფრთხილით ფეხდაფეხ მომდევ, 
თუ თვითმკვლელობას არ მაცლი კარგო, 
ბედი მწერია ლოთობით მოვკვდე.

რადგან მიჯნურთა გვირგვინი მიმაქვს, 
მოღალატეთა ათივე მცნების. 
ვინ ნახოს ერთი?! სიკვდილის პირას. 
გათეთრებული პოეტის თმები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1462 | დაამატა: koxo | ტეგები: თემურ ელიავა, temur eliava, brma bedi, ტემურ ელიავა, ბრმა ბედი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0