Загрузка...
თემურ ელიავა - აშართა შაირი - 28 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 4:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 28 » თემურ ელიავა - აშართა შაირი


10:56 AM
თემურ ელიავა - აშართა შაირი
ვერაგთა ამაგი დალაგდა ცათაშინ,
ბადაგში გალეშილ ბრძენთაგან ერთ-ერთმა 
ნადიმი არია ავგეას თავლაში, 
ჭიდილი მომინდაო ღმერთებთან.


მელერსეს შესცქერის ღამისად მთვარიანს,
ნამეხარ მთებიდან ქორფები მოსდევსო,
მისანი ალაგნი ალალნი არიან.
დაისად დარაზულ დილეგში გოდებსო.

თოხუმის საგულეს ჩასცქერის თეკლათი,
ეპოქა თოქმაჩის ოდაში იქმნება,
იაბოს თოქალთო ექცევა თექათი,
მისი მორჯულებაც არ იქნება.

აისნი ყნოსავენ თოშიან ოხშივართ,
ენგურსაც ნაბინდი ხორგივით მოედო,
თუმცაღა დიადნი, სიტყვისთვის ვშობილვართ,
დუმილიც რა რიგად შეგშვენის პოეტო!

შავგონმა ცად მისვლის რაღამი იდიდა,
არადა არა მწამს ბარძიმში აბები!
ავარად შობილი უცათი მითიდან
ვუმტვრიე გუმბათიანს დარაბები.

ჩემს ეულ ყიამეთს რა გინდა, გამშორდი!
მდაბალო შერცხვები ოსტატის ხელებთან,
მაგ რიგად მასკდება მკლავებძე ნაშოლტი,
ჭიდილიც რომ გამიმართავს ღმერთებთან.

გათენდა, აისმან მიაგნო საგულეს.
აბუჩსაც გონმა ჰკრა რა ბედიც ავნებდა
საკენკად კაპიკი მიუგდო მსახურებს,
მდუმარეს, მდუმარედ გამნებდა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1663 | დაამატა: koxo | ტეგები: თემურ ელიავა, აშართა შაირი, temur eliava | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0