Загрузка...
თემურ ელიავა - არარაობა - 28 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 3:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 28 » თემურ ელიავა - არარაობა


10:58 AM
თემურ ელიავა - არარაობა
იყო ბნელეთი და მისი ყოფნა მარადიული.
ეს იყო სწორი,მაგრამ მოვარდა გრძნეული ქარი
და ქარიშხალი, უეცარი–აღელვებული,
იშვა სიცოცხლედ ყოველივე ყოფის მღელვარი.

დღეს ყოფა არის მოუხდელი დანაშაული,
დამნაშავე კი ის არის,ქარი,მღელვარე ქარი.
ნუ აგებთ ძეგლებს დიდ სახელთა პატივსაცემად,–
მარადისობას ვეღარ შექმნით უღირსთ ხელებით.

თქვენ მეფე არ გყავთ და ყველაფრის გარდაცვალება,
უმწყემსობისთვის წუთისოფლის ყოფას მოელის.
ძეგლს ნუ სცემთ თაყვანს,ამ პატივის განსახიერად.
მომაკვდავია ყველაფერი ,რაც არს შობილი,

დასამშვენებლად ამსოფლიურ ძეგლთა სასახლის
რაც არს ნაგები,ნაშენები,მკვეთრად ვიხილე.
მათ ჩაეხვევა მგლოვიარე სიღრმე სამარის,
ზედ მოედება უსაშველო ლოდთა სიმძიმე,

უკვდავი არის მხოლოდ ის,რაც იყო მარადის,–
დაუნგრეველი ბნელეთი და მისი სიმშვიდე.
მისი არყოფნის მოედება სოფელს დუმილი,
ამაოებად აღიქმება ქართა სიღელვე,
არარაობა არის სწორი და განზომილი,
რადგან არყოფნით სრულყოფილარს სიცარიელე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1563 | დაამატა: koxo | ტეგები: თემურ ელიავა, araraoba, არარაობა, temur eliava, ტემურ ელიავა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0