Загрузка...
თემურ ელიავა - არ მინდა თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს - 28 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 3:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 28 » თემურ ელიავა - არ მინდა თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს


11:00 AM
თემურ ელიავა - არ მინდა თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს
არ მინდა თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს,
მაგრამ ტკივილი მერევა ნაცვლად.
მე დღესაც ასე იოლად მომკლეს
და კიდევ ასჯერ მომკლავენ ალბათ.

რომ ფსკერზე ღამე დაეშვა ცივად,
რომ მთვარე კრთება ბილიკის ბოლოს,
რომ გახელილი თვალებით მძინავს,
ეს თქვენი ბრალი არ არის მხოლოდ!

თუ დავემსგავსე ამღვრეულ წყაროს,
ასეთი იყო განგების ნება,
რაც უფრო ადრე ყვავილი ხარობს,
მით უფრო ადრე ყვავილი ხმება.

არ მინდა,თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს,
არ მინდა,ზურგით ნაღველი ვზიდო.
მაგრამ მე დღესაც იოლად მომკლეს
და ამას მკვლელიც ვერ მიხვდა თვითონ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1505 | დაამატა: koxo | ტეგები: თემურ ელიავა, темур елиява, temur eliava, არ მინდა თვალებს ცრემლი რომ მოსწყდე, ტემურ ელიავა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0