მთავარი » 2013 » თებერვალი » 28 » ნიკა ნორიელი - ერთი საღამოს ქრონიკა
11:12 AM ნიკა ნორიელი - ერთი საღამოს ქრონიკა
|
ამოვარდი, ქარიშხალო, გამიფანტე ღრუბლები. ფოთოლთ ცვენა დამანახე დამიფარე ქუჩები.
არ გაჩერდე, ნიაღვარო, დაანგრიე ყოველი. შენ წალეკე ყველა ფერი. მე გაზაფხულს მოველი.
რაღა დამრჩა? მხოლოდ ერთი! ვუფრთხილდები, ვევლები. ჩემთვის არის ყველაფერი, მომაფარე ხელები.
გადავლახე მთა და ბარი, გავიარე ველები, თუმცა ჯერაც ვერ ვიხილე სახლში ჭრელი ფერები.
ეს აბჯარიც უკვე გაცვდა დამიძველდა, გახუნდა. როდის მოვა გაზაფხული? არემარე გაჩუმდა.
მე ვიღლები, უკვე ვატყობ შემეცვალა განწყობა. იმედია, შენ მომისწრებ. შემომესმა გალობა.
დამთავრდება ყოველივე, დაეშვება ფარდა. ვერც ვერავინ ვერ გაიგო ჩემი სულის გარდა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1385 |
დაამატა: koxo
| ტეგები: ერთი საღამოს ქრონიკა, nika norieli, ნიკა ნორიელი
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|