მთავარი » 2013 » თებერვალი » 28 » ნიკა ნორიელი - მეოცნებობა
11:24 AM ნიკა ნორიელი - მეოცნებობა
|
ხანდახან ვფიქრობ, კალამი მიჭრის, არა, უბრალოდ ასე მგონია. დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი ასჯერ ნათქვამი იქნებ ჭორია.
რეალობიდან გაქცევის წყურვილს იყო დროება, როცა ვებრძოდი, მაგრამ წამებში უეცრად დროის გაუჩინარდა სურვილი ომის.
სახლიდან გაქრა ბოთლები ღვინის, მგონი, ბუნება, ცა აღარ ტირის. მიყვარს შეგრძნება ულევი სივრცის. მასწავლეთ ვინმემ მე ახსნა სიზმრის.
იქნებ გავიგო, ცხოვრება რას მთხოვს, იქნებ გავუგო მომავლის სურვილს. დაგებულია ხაფანგი სხვისთვის. ვერ ვინარჩუნებ მე აღთქმულ დუმილს.
კაპილარები დამიწყდა გულის, თუმცა სიცოცხლე ხორცს უვლის სულის. არ დაიწყება გაქრობა წყლულის, ვეღარ ავიტან მე ამდენ ტყუილს.
დროა დასრულდეს დიდი აბსურდი, დროა დაეშვას წითელი ფარდა. სისულელეა მეოცნებობა, რეალობიდან არ გინდა გასვლა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1427 |
დაამატა: koxo
| ტეგები: nika norieli, meocneboba, ნიკა ნორიელი, მეოცნებობა
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|