Загрузка...
ნიკა ნორიელი - წუთის წამები - 28 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 3:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 28 » ნიკა ნორიელი - წუთის წამები


11:37 AM
ნიკა ნორიელი - წუთის წამები
მე დავდიოდი უგზოუკლოდ ქუჩაში ერთი
და დავეძებდი,რომ მეპოვნა მე ჩემი ღმერთი.
არ მაშინებდა ქარიშხალი, ტოტების ტეხა,
უსასრულობის დასასრულთან ნერვების შეხლა.

დრო გადიოდა, არ მინდობდნენ წუთის წამები
და გავყვიროდი სივრცეებში - ნუ იმალები!..
მოდი, გამოჩნდი, ჩამოფერფლე ჩემი ალები,
ჩამომაგლიჯე საყელოდან ცხენის ნალები.

ის მე არ მიცავს, უკვე მეცა ათასი თვალი,
მზად ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი დავიდო ვალი.
შენი გულისთვის, შენს თვალებთან დახრილი თავი.
მინდა, რომ გერქვას სამუდამოდ შენ ჩემი ქალი.

მინდა, რომ გრძნობდე, რას განვიცდი, ან რატომ ვხარობ,
ანდა მათხოვრებს ტაძრის ახლოს მე რატომ ვწყალობ.
რომ მეშინია უშენობის - სიცოცხლის წყაროვ...
ჩემთან იყავი, არ წახვიდე, უშენოდ ვწვალობ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1362 | დაამატა: koxo | ტეგები: ნიკა ნორიელი, წუთის წამები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0