სიმართლის თავზე დღეს სიცრუემ გადაიარა და კვლავ დატოვა მან ბოროტი თავისი კვალი. ფეხქვეშ გათელა და დაახრჩო მისი არსება. აი გამოჩნდა ის ტყუილის მგზნებარე ალი.
ქვეყნიერებას მივამსგავსე ციხის კამერა, ორივე ერთი იდეაა – დაიხშო კარი. აქ ჩემს ფიქრებში იდუმალმა ქარმა დაბერა. ადამიანი გადაგვარდა – ღმერთს ნუ სდეთ ბრალი!
შავი ღრუბლებით ამ ბუნებამ ზეცა შეფერა და მეხთატეხის მოისმოდა მძრწოლავი ზარი. თითქოს გარემო ეშმაკების კარავს ეფერა. აპოკალიფსის საშინელი მოვიდა ჟამი.
მერე ვიფხიზლე, მე თვალებზე ცრემლი მეკერა. მაშინ კი მივხვდი, რომ ცხოვრება ეს არის წამი. სიზმარი ზოგჯერ რეალობას თურმე ემთხვევა. მე გადავწყვიტე მოვიხადო თქვენდამი ვალი!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..