მთავარი » 2013 » თებერვალი » 28 » ნიკო გომელაური - ოპტიმისტური ლექსი
11:51 AM ნიკო გომელაური - ოპტიმისტური ლექსი
|
კვლავ ცივი დეკემბერია, კვლავ გაიხადა ტყემ, კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია, მაგრამ... იმატა დღემ.
ისევ მაკივლებს შაკიკი, ისევ წამერთვა ხმა, ისევ არა მაქვს კაპიკი, მაგრამ... არ მცვივა თმა.
თუმცა მებმევა ენა, თუმცა მაკლია თვალს, თუმცა არა მაქვს სმენა... მაინც მოვწონვარ ქალს.
თუმცა მარტო ვარ მუდამ და თუმცა დავუთმე მტერს, თუმცა ცრემლები მგუდავდა, ლექსი ხო მაინც მწერს.
ირგვლივ იმდენი ყალბია და ჩემთან ერთად სვამს. ირგვლივ გვამები დარბიან სამაგიეროდ მწამს:
როგორც არ უნდა გათოვდეთ, გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ. -ყოველთვის არის , გახსოვდეთ, ,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ".
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2024 |
დაამატა: koxo
| ტეგები: ოპტიმისტური ლექსი, Niko Gomelauri, ნიკო გომელაური
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|