Загрузка...
ნიკო გომელაური - ‎"მე მზადა ვარ გავემგზავრო!.. - 28 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 5:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 28 » ნიკო გომელაური - ‎"მე მზადა ვარ გავემგზავრო!..


11:54 AM
ნიკო გომელაური - ‎"მე მზადა ვარ გავემგზავრო!..
‎"მე მზადა ვარ გავემგზავრო!..
-ცოდვა მიმაქვს ბარგად.
არ მინდა ვიდინოზავრო...
თქვენ იყავით მაგრად!
ვცდილობ,გავისწორო ფრთები,
რომ გავბედო ფრენა...
დღეს სიფხიზლით უფრო ვთვრები
-უფრო მიჭრის ენა.
ჰოდა,მოდი,გამატანეთ,
რა გადავცე... იმათ?
მაპატიეთ,რაც კი გავნეთ...
მალე მოვალ წვიმად...

ოქროსი თუ არ იქნება,
წვიმად მოვალ ვერცხლის...
იქნებ ვინმე დაფიქრდება...
იქნებ ვინმე შემცვლის...
მერე,რა ქვეყანას ძრავთ რომ?!
-რაღაც ჭორებს ქარგავთ...
მე მზადა ვარ გავემგზავრო
(აბა,ჰე!.. და კარგად!..)"


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1626 | დაამატა: koxo | ტეგები: ‎მე მზადა ვარ გავემგზავრო!., Niko Gomelauri, ნიკო გომელაური, gomelauri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0