Загрузка...
გიორგი ზანგური - ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან ... / giorgi zanguri - qali rom dagitqvams paemans tavisit ... - 3 მაისში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მაისი » 3 » გიორგი ზანგური - ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან ... / giorgi zanguri - qali rom dagitqvams paemans tavisit ...


11:51 PM
გიორგი ზანგური - ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან ... / giorgi zanguri - qali rom dagitqvams paemans tavisit ...
ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან
დაგხვდება გამომწვევ კაბით და მკლავებით,
შენ უნდა გახსოვდეს რომ უცხო არის
და გადაკეტე ზურგ სუკან ოთახის კარები.
არ უთხრა ყავაზე გადაჭრით უარი
,ალკოჰოლს თუ დალევთ, მან მეტი დალიოს,
როდესაც დათვრება გულდასმით უარეთ
რომ შენმა ფიქრმა და ზრუნვამ გადარიოს.
ლექსი წაუკითხე ალერსზე ხმადაბლა
ეცეკვე მგზნებარედ, თამამად, უხეშად
ასწავლე ტუჩებით ტუჩებზე გადაბმა
და კოცნა აქციე სევდიან ნუგეშად.
უთხარი, რომ მისი სუნისგან ირევი
რომ მისი სხეული აპრილზე ნაზია
დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები
პეპლებად დაბერილ მკერდზე რომ აზია.
აჩვენე ნიღაბი, რომელსაც მოიხსნი
მიხვდეს რომ მარტო ხარ და მისით აივსე,
მსუბუქი მისი თმა სახეზე მოისვი,
ბევრი ესაუბრე ვნებაზე, მაისზე.
გაჩუმდი როდესაც დაიწყებ ფერებას.
რამე რომ ზედმეტი წამოგცდეს,
ინანებ ჯობია აჩვენო ვნების გახელება
და მერე დაღლილმა თვალები მინაბე.
ახლა მან დაიწყოს ზრუნვა და გიაროს,
ოთახში მთავრის შუქს შიშველი დაუდგეს
ღამემ გათენება რომ დაიგვიანოს
მზის სხივად ლოგინზე შენ უნდა გაუთბე.
როდესაც გადაღლილს ძილი მოერევა
და შენზე დაღვრილი ბურანში ჩარჩება,
იქაც არ მოაკლო მგზნებარე ფერება
ვერ შეძლოს სიცხადის სიზმრისგან გარჩევა.
ადექი ჩუმად და გამოდი სახლიდან,
თავთან დაუტოვე ყვავილის ფურცელი,
ვიდრე ამ შეგრძნებას სიყვარულს გახდი
და გამოებერება სიმწიფით მუცელი.
იარე ცარიელ ქუჩაში თავდახრით,
ცუდად მოიქეცი ასე რომ დატოვე,
თავს ირჩენ გრძნობებზე უხეში თავდასხმით
და ისევ ერთად ხართ შენ და სიმარტოვე.
დრო მოვა, როდესაც გონება შეშლილი
მიხვდები არავინ გიყვარდა მასავით,
მას კი გრძნობა ექნება შენდამი შეცვლილი
და გულში ჩაგიკრავს საყვარელ ძმასავით.
შეცდი რომ ასე ბრმად აყევი ჩემ რჩევას...
ქალი რომ თავისთან პაემანს დაგითქვავს,
ისწავლე ბედნიერ წუთების შემჩნევა...
ჩათვალეთ მე თქვენთვის ეს სიტყვა არ მითქვამს..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 8987 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: qali rom dagitqvams paemans tavisit, ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთა, giorgi zanguri leqsebi, giorgi zanguris shemoqmedeba, გიორგი ზანგური, giorgi zanguri | რეიტინგი: 1.3/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0