Загрузка...
გენრი დოლიძე - გამოგაქანდაკე, როგორც გალათეა ... / genri dolidze - gamogaqandake, rogorc galatea ... - 4 მაისში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მაისი » 4 » გენრი დოლიძე - გამოგაქანდაკე, როგორც გალათეა ... / genri dolidze - gamogaqandake, rogorc galatea ...


0:17 AM
გენრი დოლიძე - გამოგაქანდაკე, როგორც გალათეა ... / genri dolidze - gamogaqandake, rogorc galatea ...
გამოგაქანდაკე, როგორც გალათეა
ჩემთვის გაგაცოცხლა ცამ,
გარეთ არ გახვიდე, გარეთ ღალატია,
სულში ჩაიკეტე თამ!

სევდა ფიქრზე მახვევს ეჭვის მავთულხლართებს,
მასმენს ქარიშხლების ხმებს,
ეჭვი მეპარება, ვინმეს ბრმად უყვარდე,
როგორც შემიყვარდი მე.

გარეთ მოყინული ყრია იმედები
მზიან ამინდებზე თან,
ისე გაკლდები და ისე მემატები,
ჯამი არ იცვლება თამ.

ვდგავარ სამსხვერპლოსთან, ვგავარ პიგმალიონს,
ველი გზა მიჩვენოს გზამ,
ხელში რომ გიჭირავს ჩემი იღბალია,
ფრთები არ მოტეხო თამ.

ლექსებს იმედს ვაცმევ, ცრემლში ტანდაბანილს,
სტროფებს ზეპურსა და ზეპირს,
რა ვქნა?! შენზე გადის ჩემი "ჯანდაბანიც",
ჩემი "იმის იქით გზებიც".


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2386 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogorc galatea, როგორც გალათეა, ლექსები, genri dolidze, genri dolidzis poezia, ..., გამოგაქანდაკე, gamogaqandake, გენრი დოლიძე, genri dolidzis leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0