Загрузка...
გურამ ლაცაბიძე - განშორების რექვიემი / guram lacabidze - ganshorebis reqviemi - 4 მაისში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მაისი » 4 » გურამ ლაცაბიძე - განშორების რექვიემი / guram lacabidze - ganshorebis reqviemi


0:54 AM
გურამ ლაცაბიძე - განშორების რექვიემი / guram lacabidze - ganshorebis reqviemi
ზეცაში, წვიმები, ფარდებად ჰკიდია.
ყმუიან ძაღლები და მთვარე დაგლიჯეს.
ჩვენ ვცხოვრობთ ერთ სახლში- არც ისე დიდია,
სივრცე და მე მაინც შენამდე ნაბიჯებს-

ვადარებ გოლგოთას და შენ კი გაერთე,
იმ ჯვარცმით, რომელსაც კარგახანს ვერიდე.
ვწვებით ერთ საწოლში და გვაქვს ის საერთო,
უბრალოდ, რომ ვწვებით ყოველდღე გვერდიგვერდ...

ვისწავლეთ, რატომღაც, გრძნობების მოთოკვა
და ხალხში ერთგული მეუღლის თამაში.
ამინდი თავს იხრჩობს სარეცხის თოკებზე,
რომელზეც, დრო იყო, ვნებები გავაშრეთ...

დაგვჩემდა სიჩუმედ უაზრო ნუგეში,
აღარ ვნსჯით სამყაროს საერთო ნაკლებით,
და როგორც უცნობთან, ვაგონის კუპეში,
საღამოს თავს ვიქცევთ საწილო საკვებით.

ერთ ღამეს ჩაიცვი შიშველზე მანტო და
როდესაც მოგბეზრდა ცოლობა შენ ასე...
წახვედი და თითქოს ის სივრცე დატოვე,
რომელსაც ვერასდროს, ვერავინ შეავსებს!

გ.ლაცაბიძე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1773 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: mecamete tvis poetebi, guram lacabidze, გურამ ლაცაბიძე, g. lacabidze, მეცამეტე თვის პოეტები, me13 tvis poetebi, განშორების რექვიემი, გ. ლაცაბიძე, ganshorebis reqviemi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0