Загрузка...
ზურა სალუქვაძე - ამ პოეტს ლექსებზე უყვარდი მეტად რომ.... / zura saluqvadze - am poets leqsebze ukvardi metad rom.... - 4 მაისში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მაისი » 4 » ზურა სალუქვაძე - ამ პოეტს ლექსებზე უყვარდი მეტად რომ.... / zura saluqvadze - am poets leqsebze ukvardi metad rom....


5:15 PM
ზურა სალუქვაძე - ამ პოეტს ლექსებზე უყვარდი მეტად რომ.... / zura saluqvadze - am poets leqsebze ukvardi metad rom....
მე შენთვის სიცოცხლეს
ჩამოვალ ავანსად,
გავრისკავ ყოველგვარ
თავხედურ ნაბიჯებს,
ცხოვრებას პირისპირ
შევხედავ თვალებში,
მის ყველა ზღვარს
უტიფრად გადავაბიჯებ.

ვიბრძოლებ შენთვის და
იმ გათენებისთვის,
სიბნელის ჯინაზე
მაინც რომ თენდება,
ვიბრძოლებ იქამდე
სანამდეც ჩემს ლექსებს
დღე ღამის ნათებად
რომ დაათენდება.

ამოსვლას მზისა და
სამყაროს საწყისის,
მოტანილ ფოთლებად
უხეში წამიდან ,
არ მინდა სიცოცხლე
თუ იგი ფუჭია,
არ მინდა სამყარო
ცრემლების ნამიდან.

დასალევს წავალ და
მე მაინც მოვძებნი,
საკუთარ დარდთან და
ფიქრებთან დავთვრები,
განვდევნი ბოროტის
ყოველგვარ მისიებს,
და მერე მზის ჩასვლას-
თან ერთად გავქრები.

წავიღებ ყველაფერს
რაც კი რომ ცუდია,
ვხვდები რომ ზოგჯერ მე
ეშმაკსაც ვერევი,
წავიღებ ყველაფერს
რასაც მე ვერ ვწვდები,
წავიღებ ყველაფერს
რასაც ვერ ვერევი.

გავცდები ჰორიზონტს
არსად რომ მთავრდება,
სირბილით გავივლი
დანაღმულ ადგილებს,
ვიცი რომ რაც არ უნ-
და იყოს ყოველთვის,
იქნება ვიღაცა
ვინც რომ შემაგინებს.

ცხოვრება თამაშად
ყოფილა შექმნილი,
მაცადეთ პაუზა
წარსულში ვეხები,
გაზაფხულს, მაცადეთ
ვაცადო შრიალი,
მაცადეთ ყურება
ბებერი ვერხვების.

თვალების დახუჭვად
ღირს ამაოება,
სიბნელის სიწმინდეს
დიახ რომ ვერ ვწვდები,
სიღრმეა უკიდე-
განო და ფერები…
არ არის და ნდობით
მივდივარ … ვეშვები.

სიბნელეს ჩავყვები,
სადღაც და უფსკრულში,
ვენდობი სიმაღლის
სიღრმეს და სიშორეს,
ჰაერთან სიცივეს
ჩავკიდებ ხელებს და
ვერასდროს, ვერასდროს
ვეღარ მომიშორებს.

გავყვები ყველაფერს
სიცოცხლის იმედად,
ვენდობი და ვიცი
მოვიმკი იარებს,
რა სასაცილოა
ტკივილი ჭრილობის,
როდესაც სიცოცხლე,
ჩვენს თვალწინ ტრიალებს,

გავხდები ჰაერი
შენს წარმოსახვაში,
როდესაც უჩემოდ
მზე აღარ ამოვა,
და შენი გულისთვის,
თუნდ დამარცხებული,
მეორე სიცოცხლეს
ავანსად ჩამოვალ !

გავიღებ ყოველგვარ
ტანჯვას და წამებას,
ჯიუტად გავიტან
ამ სტროფებს მითამდე,
გპირდები ვიცოცხლებ
სიცოცხლის ბოლომდე,
გპირდები ვიცოცხლებ
იმ ბოლო ფიცამდე.

სადაც რომ დავიწყეთ
პირველი გრძობები,
სიჩუმის მუსიკის
ფონზე რომ ვცეკვავდით,
იქ სადაც პირველად
გითხარი მიყვარხარ,
იქ სადაც ჩვენ პირველ
მომავალს ვხედავდით.

ღამე არ მთავრდება
სადაც რომ მდინარე,
რწმენის და იმედის
ტაძარს რომ ეხება,
მე მჯერა ფიცი რომ
სიცოცხლეს ერია,
მე მჯერა ფიცი რომ,
სიცოცხლის ფერია !

ჩემია გრძნობა და
არ მოვკლავ ეჭვებში,
გავთელავ ყველაფერს
რაც რომ დღეს მიბნელებს,
მე მჯერა ღმერთის და
მისივთვე ახელილ
ნათელი თვალებით
ვაჯობებ სიბნელეს.

ვიბრძოლებ იქამდე
სადამდეც არ ძალმიძს,
და წარმოდგენაშიც
რომ არ გამივლია,
ვფიქრდები რამდენი
მქონია ვარამი,
ვფიქრდები ცხოვრება
როგორ გამივლია.

დრო დგება როდესაც
ცხოვრების ფიქრებით
სარკეში რომ ვხედავ
ჩემს სახეს დაზაფრულს,
დრო დგება როდესაც
ვფეთქდები ისე რომ
ვითარცა კვირტები
აფეთქებს გაზაფხულს.

როდესაც ამ სიტყვებს
ამბობენ თვალები,
როდესაც ვხვდები რომ
ზუსტად ის ერთია,
ღამით რომ ვფიქრდები
და დილით რომ ვხვდები,
დიახ სიყვარული
თავად რომ ღმერთია.

და არს უკვდავება
მე მჯერა ამის და
ის ერთადერთია
ცხოვრების წესდებით,
გპირდები დროის სვლას
მე არ დავნებდები
მე და სიყვარული
არ დაგიბერდებით

აი, მემტერება
ძალა ჩაბურული,
შუშის თვალებით რომ
მელაპარაკება,
სული საოცარი
ადამიანური,
მხოლოდ ჩემი არა
სხვისიც მებრალება,

დღეს ღამით ყველაფერს
გადავდებ ხვალისთვის,
ფეხებზე მკიდია
რა უნდათ არაბებს,
ამ ღამით ძილის წინ
არ მოვწევ სიგარეტს,
და დილის გარიჟრაჟს
გავუღებ დარაბებს.

მოვძებნი ყველაფერს
რაც არის წარსული,
ბავშვობის კამფეტით
კიბეზე დავჯდები,
მეზობლის ბაღჩაში
მოვწყვიტავ ყვალილებს,
და შენს ფანჯარასთან
წვიმაში დავდგები.

ღამესაც გავტეხავ
ამ ლექსის წერაში,
გულს ამოვიღებ და
სტროფებში გაგიხსნი,
თუნდაც რომ ვკვდებოდე
ხვალამდე გავძლებ და,
სანამდე მოვკვდები
სიყვარულს აგიხსნი !

არადა ცხოვრება
როდესაც კი შესძლებს,
მომიქნევს წიხლებს და
მუშტს ცხვირში ამომკრავს,
ღამით საფეთქელთან
მომიტანს იარაღს,
მე კი არასდროს
სასხლეტს არ გამოვკრავ.

და დგება ის წუთი
როდესაც ვხვდები რომ,
სამყაროს სიდიდე
ფეხებზე მკიდია!
ეს არის ის წუთი
როდესაც ვხვდები რომ,
ეს გრძნობა ამ ქვეყნად
ყველაზე დიდია…

ამ სტროფებს ფუნჯებით
ავიტან ღმერთამდე,
შევღებავ ზეცას და
ვერ წაშლის ვერა დრო…
ხვალ თუ მოგიკვდები
ნუ ეტყვი ნურავის,
ამ პოეტს ლექსებზე
უყვარდი მეტად რომ…


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 7259 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ზურა სალუქვაძე, poetebi, am poets leqsebze ukvardi metad rom, ამ პოეტს ლექსებზე უყვარდი მეტად რომ, Zura Salukvadze, ზურა სალუკვაძე, zura saluqvadze | რეიტინგი: 1.7/6
სულ კომენტარები: 4
4 Natia  
0 Spam
Au zura dzaan gtxov sul were rom chven moswavleebma yovel orshabats sheni leqsi skolashi wavikitxot <3 :-D

3 Natia  
0 Spam
Dzaan magaria! M I Y V A R X A R !

2 sofi  
0 Spam
მე ამ პოეტის ლექსების წაკითხვა მაბედნიერებს <3 ზურა სალუქვაძეს ვთხოვდი მეტი ლექსი დაეწერა რომ უსასრულოდ ვიკითხოთ 3

1 nata  
0 Spam
zura saluqvadze aris chemtvis sixaruli iset lamaz leqsebs wers amis dapaseba warmoudgenelia me zalian miyvars zura saluqvazis poezia mat shorisaa o ramagari qali xar,es leqsi aris chemtvis umagresi da vcdilob yvela leqsi avitviso zurasiiiii

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0