Загрузка...
გურამ ლაცაბიძე - მოდიოდა თამარი / guram lacabidze - modioda tamari - 14 მაისში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მაისი » 14 » გურამ ლაცაბიძე - მოდიოდა თამარი / guram lacabidze - modioda tamari


10:34 PM
გურამ ლაცაბიძე - მოდიოდა თამარი / guram lacabidze - modioda tamari
ტანად შველის – რარიგ შვენის
თვალ – წამწამ – ნაამარი,
მოდიოდა ფეხშიშველი,
ქართლის გზებზე, თამარი...

გადმოლახა მთა და ბელტი,
ღვთივ ნაკურთხი ამალით.
მოდიოდი ქალზე მეტი,
სადედოფლო თამარი...

ვით სამშობლოს შეხსნილ ღილზე
მოდებული წამალი,
თვით დავითის გამომვლილზე
მოდიოდა თამარი-
-ზარებით და დროშით ჰოდა
ერტყა მეფის ქამარი,
მოდიოდა,
მოდიოდა,
მოდიოდა,
თამარი...

გამსჭვალული ღვთიურ ალით,
ძალა ჰქონდა მთავარი:
უფლისა და რწმენის ძალით
მოდიოდა თამარი...

მაშ, რომელი სამტრო მახე,
ანდაც კარი სამარის,
როცა ქართველ ქალის სახით,
დღესაც მოდის თამარი!

გ. ლაცაბიძე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1447 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tamaroba, mecamete tvis poetebi, guram lacabidze, გურამ ლაცაბიძე, მოდიოდა თამარი, modioda tamari, tamar mepe, g.lacabidze, tamar mefe, გ. ლაცაბიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0