მთავარი » 2013 » მაისი » 19 » ლიკა ხუციშვილი - ბავშვობა
2:05 PM ლიკა ხუციშვილი - ბავშვობა
|
უცებ მომინდა ბავშვური მღერა როცა სამყაროს ვხედავდი ფერადს, როცა მე დედა მიშლიდა ლოგინს. მე ამ ფიქრებში დავეჩვიე ლოდინს...
მახსოვს პირველად,როცა ვთქვი "დედა" როცა პირველად ვიგრძენი სევდა, მახსოვს ასევე ბავშვური ენა, როცა პოეტი წერდა და წერდა...
მახსოვს,როდესაც მაჭმევდი ფაფას, პირველი გადადგმული ნაბიჯი ლაღად მეორეზე კი შევტოკდი მაგრად და მოვადინე "ზღართანი" დაბლა.
მახოვს, თუ როგორ მიწმენდდი ცრემლებს, როგორ ვარჩევდი სხვადასხვა ფერებს, როგორ ვსწავლობდი სხვადასხვა ლექსებს, როგორ ვითვლიდი მე გასულ დღეებს...
მახსოვს პირველად როცა ვთქვი "მამა" როცა პირველად დავიწყე ხატვა, ჩემი ნახატი მეგონა კარგი, როცა ის იყო მხოლოდ "ნაჯღაპნი"
მახსოვს თუ როგორ მაქებდნენ ბაღში, მახსოვს როდესაც ვტიროდი ქარში... ვბრაზობდი,რატომ მიწითლებს ლოყებს, რატომ უბერავს და არხევს ტოტებს?
შენზე ლამაზი რა არის დედა?! მახსოვს როდესაც ვმღეროდით ერთად, როცა პირველად მასწავლე დათვლა, როცა ათამდე დავთვალე კარგად...
როცა ეზოში ვიტკენდი რამეს, წამსვე მაწყნარებდა მე შენი სახე, როცა პირველად ვისწავლე კითხვა მახსოვს მითხარი "მიყვარხარ ლიკა..."
ლ. ხუციშვილი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1518 |
დაამატა: llikuna
| რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 2 | |
1
Mari Khutsishvili
(2013-05-19 2:26 PM)
Dzaan Dzaan Magari xar <3 <3
|
|
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|