Загрузка...
ამირან ჯანჯღავა - ოცნება მათხოვრად ქცეული / amiran janjghava - ocneba matkhovrad qceuli - 7 სექტემბერში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » სექტემბერი » 7 » ამირან ჯანჯღავა - ოცნება მათხოვრად ქცეული / amiran janjghava - ocneba matkhovrad qceuli


0:15 AM
ამირან ჯანჯღავა - ოცნება მათხოვრად ქცეული / amiran janjghava - ocneba matkhovrad qceuli
თამბაქოს ღერივით ბაგესთან შეხებით
დაიწვას ოცნებაც მათხოვრად ქცეული
და თუ კი, ოდესმე ერთმანეთს შევხვდებით
მე, ის ხე ვიქნები, რომელსაც შენ უვლი

გარს უვლი და მაინც, ვერა და ვერ ხვდები
გიშრისფერ წამწამებს, წვიმა რომ გინამავს
ეს მე ვარ, ძვირფასო და ჩემი ვერხვები
მე, ვხმები და მაინც ფოთლებშიც ბინა მაქვს

ღრუბლებმაც დამითმეს საძილედ ლოგინი
წვიმებმაც ჩამაცვეს მე, პრინცის კონკები
შენს სუნთქვას ვფიცავარ, ჩვილივით მოგივლი
და როგორც ტაბიძე მეც, შენთვის მოვკვდები

რითმებში აგიგებ, მეორე ტაჯმაჰალს
ცის თაღებს შევფერავ, მეწამულ კარმენის
მე, შენზე ფიქრებით, გავუსწრებ ცას მაღალს
ოღონდაც დარჩენილს უშენოდ, რა მელის?

იადაც ამოვალ დამჭკნარი მიწიდან
და მერე, დამკრეფენ ოდესღაც ბავშვები
ვერასდროს მიხვდები მე, როგორ მიჭირდა
ვერასდროს გაიგებ მე, როგორ დავშრები

გლოვას კი გაიგებ და იქნებ, რა იცი ?
ცრემლებიც გესტუმრონ, ატირდე ახია
მიწიდან ზეცამდე, ყველა ფერს განვიცდი
ჩვენ, როგორც ფურცლები ბედმა, რომ დაგვხია

ა.ჯანჯღავა






გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2323 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: mecamte tvis poetebi, ocneba matkhovrad qceul, amiran janjgava, amiran janjghava, ამირან ჯანჯღავა, მეცამეტე თვის პოეტები, leqsebi poezia, ოცნება მათხოვრად ქცეული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0